თუ ვენები გაწუხებთ, გასწავლით შესანიშნავ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი

1541

თუ ვენები გაწუხებთ, გასწავლით შესანიშნავ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი

მეორე მშობიარობის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ქათქათა და მოხდენილი ფეხები ჩალურჯებულმა, დაბერილმა ვენებმა დაფარა. გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებით მემკურნალა.

უამრავი რეცეპტიმოვიძიე, ყველა მათგანი შევათანხმეექიმებთან და დავიწყე მკურ-
ნალობა. შედეგით გაოცებული დავრჩი და მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

ცხენისწაბლას ნაყენი

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ,
დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში

აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი,
დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი

აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით,ერთი კვირითბნელ დაგრილადგილას დადგით,დროდადრო შეანჯღრიეთ.

საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე.
ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები

ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის არაჩვეულებრივია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები: ვედროში ჩაყარეთ 200 გ ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ.

თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს. ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

ავშანი

აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ0,5ლიტრი მაწო-
ნი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით.

სვია

ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები