გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს უებარია ბრინჯი – გასწავლით როგორ მოამზადოთ, რომ საუკეთესო შედეგი გქონდეთ.

237

გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს უებარია ბრინჯი – გასწავლით როგორ მოამზადოთ, რომ საუკეთესო შედეგი გქონდეთ.

ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დღეს ყველაზე მეტი ხალხი იღუპება. სტატისტიკასთან ვერაფერს გააწყობ, მაგრამ არც ფარ-ხმლის დაყრა შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად გაქვს მაღალი წნევა, გულის უკმარისობა და სხვა პრობლემები.

რამდენიმე წლის წინ მეც დამისვეს ჰიპერტონიის დიაგნოზი და მას შემდეგ
ახალ-ახალ სამკურნალო საშუალებებს ვეძებ. ხალხურ რეცეპტებს ვამჯობინებ, მაგრამ არც ოფიციალურ მედიცინას უარვყოფ და კრიტიკულ ვითარებაში ყოველთვის ექიმს მივმართავ.

მიმაჩნია, რომ კაცი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყველა მეთოდს უნდა იყენებდეს. ზოგჯერ აფთიაქში ნაყიდი წამალია საჭირო, ზოგჯერ ხალხურ მედიცინას უნდა ენდო, საუკეთესო გზა კი მათი შეჯერებაა. მინდა მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ ბრინჯით.

იაპონელებს ტყუილად კი არ სწამთ, რომ ბრინჯში დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო იმალება.

გარდა ამისა, ბრინჯი არ ასუქებს, სიმსუქნე
პერტონიკის უპირველესი მტერია. ერთი სიტყვით, გადავედი ბრინჯის დიეტაზე და არც მინანია, რადგან გამაოგნებელ შედეგს მივაღწიე: ერთ წელიწადში ისე გამოვკეთდი, რომ მკურნალი ექიმიც კი გავაოცე. ამ ხნის განმავლობაში არ მქონია არც ერთი შეტევა ანუ კრიზი, როგორც ექიმები უწოდებენ, ადრე კი ხშირად მემართებოდა.

დღის განმავლობაში პურ-ფუნთუშეულის ნაცვლად უნდა მივიღოთ სპეციალური წესით მომზადებული 300 გრამი ბრინჯი.

აი ეს წესი:

ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ბევრი წყალი, ძალიან სწრაფად ამოურიეთ ხელი
და წყალი იმწამსვე გადაღვარეთ, ისევ დაასხით და გულდასმით გარეცხეთ. ასე მოიქეცით 3-ჯერ. შემდეგ ბრინჯი წყალში გააჩერეთ.

ზაფხულში 30 წუთიც საკმარისია, ზამთარში
არანაკლებ საათ-ნახევრისა. ეს წყალიც გადაღვარეთ, ახალი დაასხით (იმდენი, რომ კარგად დაფაროს) და წამოადუღეთ. ჯერ 5-6 წუთი ძლიერ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ 6-7
წუთი ნელზე.

ამის შემდეგ ცეცხლს მაქსიმალურად დაუწიეთ და ბრინჯი (არც კი უნდა
დუღდეს) კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ, მაგრამ ქვაბს კიდევ რამდენიმე წუთს თავსახური არ ახადოთ.

არავითარ შემთხვევაში არ უყოთ ბრინჯს მარილი. მართალია, გემრიელი არ იქნება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იდეალურია გულით ავადმყოფებისთვის:

სისხლძარღვები გასუფთავდება და ნორმას დაუბრუნდება. ზოგჯერ ბრინჯს ბოსტნეულს ვამატებ  ძალიან გემრიელი გამოდის. 300 გრამს ორ ულუფად ვჭამ, ზოგჯერ — უზმოზე და შუადღისას, ზოგჯერ კი ვახშმად.

აი, ეს არის ჩემი თერაპია. თქვენც სცადეთ. თუ არ გარგოთ, ნამდვილად არ გავნებთ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები