თუ თქვენს პატარებს ჭიები ჰყავს, გასწავლით საუკეთესო ხალხურ რეცეპტებს

5589

თუ თქვენს პატარებს ჭიები ჰყავს, გასწავლით საუკეთესო ხალხურ რეცეპტებს

ყველას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს, ჭიების ხსენებაც კი თავზარს სცემს, თანამედროვე
მედიცინა კი ყოველთვის ეფექტურად ვერ უმკლავდება ამ დაავადებას.

ჩემ შვილს ხშირად სტკიოდა მუცელი, პერიოდულად პირიდან სუნი ამოსდიოდა, ძილში კბილებს აკრაჭუნებდა.

ექიმმა მითხრა, ჭიები ეყოლებაო. მართლაც გლისტები აღმოაჩნდა. გამომიწერეს წამალი, დავალევინე ბავშვს და მოვარჩინე. გავიდა დრო და იგივე სიმპტომები გაუმეორდა.

მივხვდი, რომ ამის მიზეზი ისევ ჭია იქნებოდა, გავიხსენე წამლის სახელწოდება, გადავწყვიტე,მეყიდა,მაგრამ თავი შევიკავე, რადგან გამახსენდა, რომ მისი მიღება ძალიან საფრთხილო იყო თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერ უნდა მიმეცა განსაზღვრული შუალედებით.

ვიფიქრე, მართალია, ჭიებს სპობს, მაგრამ ალბათ სხვა რამეს ვნებს-მეთქი და ხალხური საშუალებების ძიება დავიწყე.

მასწავლეს გოგრის თესლი — ვხალავდი, მანქანაში ვატარებდი, 1 ჩაის ჭიქას ვურევდი 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ სოდას, ვდებდი მინის ჭურჭელში და 10 დღეს ვაჩერებდი, ამის შემდეგ ბავშვს უზმოზე ვაძლევდი 1 ჩაის კოვზს და
3 საათის შემდეგ ვასაუზმებდი.

ასე ვიქცეოდი, ვიდრე ჭიებისგან საბოლოოდ არ განთავისუფლდა (3 თუ 4 კვირა დამჭირდა).ჩემმა მეგობარმა კი შვილი ჭიებისგან ხახვით მოარჩინა.

მის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ:

საღამოს აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით,.წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და დილამდე გააჩერეთ. დილით გაფილტრეთ და ბავშვს უზმოზე დაალევინეთ.

100-150 გრამი გარჩეული გოგრის თესლი დანაყეთ და ცოტაოდენ რძეში გასრისეთ. მიიღებთ ფაფას, რომელიც უნდა მიირთვათ უზმოზე, ჩაის კოვზით, 1 საათის განმავლობაში.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia