ღვიძლის გაწმენდა საუკეთესო მცენარეული საშუალებებით

1426

ღვიძლის გაწმენდა საუკეთესო მცენარეული საშუალებებით

რამდენიმე ხნის წინ ღვიძლმა შემაწუხა. უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ამას ველოდი კიდეც. არ დამიკლია სმა, სიგარეტი; სამსახურის გადამკიდე, ნორმალურად ჭამასაც ვერ ვახერხებდი და აი, ნაყოფიც მოვიმკე.

ჩემმა მეგობარმა, რომელსაც იგივე პრობლემა აწუხებს, ღვიძლის გასაწმენდი საშუალება მასწავლა, რომელიც ასე მზადდება:

აიღეთ 3 ჩაის ჭიქა შვრია, გარეცხეთ თბილი წყლით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში,
დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი არყის ხის კვირტი და 2 სუფრის კოვზი წითელი მოცვის ფოთოლი.

დაასხით 4 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ ნაყენი შედგით ნელ ცეცხლზე, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ადუღეთ 15 წუთი.

ნაყენს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი მატიტელა და ამდენივე სიმინდის ულვაში. კიდევ ადუღეთ 15 წუთი. ბოლოს გადმოდგით და 45 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

ცალკე მოამზადეთ დანაყილი ასკილის ნაყენი.

1 ჩაის ჭიქა ასკილს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 1 დღე-ღამე გააჩერეთ. ორივე ნაყენი გაწურეთ დოლბანდში და ერთმანეთში აურიეთ. უნდა მიიღოთ 3-4 ლიტრი სითხე, ანუ იმდენი, რამდენიც სჭირდება მოზრდილი ადამიანის ღვიძლის გაწმენდას.

სვით 10 დღის განმავლობაში – დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 150 მგ. დალევის წინ შეათბეთ წყლის აბაზანაზე. ბოლო ულუფა 19 საათზე გვიან არ მიიღოთ.

ათ წელს გადაცილებული ბავშვებისთვის ერთჯერადი ულუფაა 50 მგ, 5-დან 10 წლამდე  25 მგ, 5 წლამდე 1 სუფრის კოვზი. ნაყენი მუქი მინის ბოთლში უნდა ჩაასხათ და ცივარში შეინახოთ.

გაითვალისწინეთ: მომზადებიდან 5 დღის შემდეგ ნაყენის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილ ასკილის ნაყოფს დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა 70%-იანი სპირტი და 5 დღით დადგითმზის გულზე.

მეექვსე დღეს კიდევ 2-3 ჭიქა სპირტი დაუმატეთ და 5 დღით დატოვეთ მზეზე. მეათე დღეს გადაწურეთ.

სპირტით გაჟღენთილი ასკილიც გამოწურეთ. მიიღეთ 20 მლ დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.

Facebook კომენტარები