ნიკრისის ქარს ამ მეთოდებით დაამარცხებთ

4400

ნიკრისის ქარს ამ მეთოდებით დაამარცხებთ

ჩემს დედამთილს წლების განმავლობაში აწუხებდა ნიკრისის ქარი, განსაკუთრებით
ფეხის დიდი თითის სახსრები სტკიოდა, რომლებზეც კარგად ჩანდა მარილის კრისტალები. საწყალი ქალი გაწამდა. ბოლოს ხალხური რეცეპტები სცადა და მართლაც შესანიშნავი შედეგი მიიღო.

მისი თხოვნით ამ რეცეპტებს თქვენც გაგაცნობთ, რათა მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენოთ. ჩემმა დედამთილმა, პირველ რიგში, კვება მოიწესრიგა. იკვებე-
ბოდა უმთავრესად რძის ნაწარმით, დიდი რაოდენობით იღებდა სითხეს, განსაკუთრებით  ბორჯომს, ნაბეღლავს.

აკრძალა ხორციანი სუპები და ნახარშები, აგრეთვე — ცხიმიანი და შებოლილი ხორცი და თევზი, ლობიო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, წიწაკა — ეს ყველაფერი ექიმმა ასწავლა.

რაც შეეხება რეცეპტებს, ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია შემდეგი ბალახეული ნარევების მიღება:

აიღეთ 3 ჩაის კოვზი ასისთავას ფესვი, დაასხით 3 ჭიქა წყალი და დააყენეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე, ადუღეთ 7-10 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 5-ჯერ.

1 ს/კ იის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ხარშეთ 7-10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

დღის განმავლობაში სასარგებლოა მიირთვათ დაახლოებით 1,5 კგყურძენი, შეძლებისამებრ, დააყოლეთ 1/4 ჭიქა მინერალური წყალი (ბორჯომი,ნაბეღლავი).

კარგია ბალი და მისი წვენიც.

ორგანიზმიდან ტოქსინების გამოტანის შესანიშნავი უნარი აქვს ნახშირს. ნახევარი
ჭიქა გააქტიურებული ნახშირი შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ დაფქულ სელის თესლს, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული პასტა დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, დაიფარეთ ნაჭერი და დაიტოვეთ მთელი ღამით.

ეფექტურია აგრეთვე ნახშირის აბაზანები:
ნახევარ ჭიქა ნახშირის ფხვნილს დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ პასტა.

ჩაასხით თასში და თანდათანობით დაამატეთ ცხელი წყალი, იმდენი, რომ წვივები ნახევრად დაფაროს. გააჩერეთ ფეხები აბაზანაში 30-60 წუთი.

მწვავე შეტევის დროს:

დაზიანებული სახსარი მოათავსეთ ამაღლებულ ადგილას და მოასვენეთ. მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი), მაგრამ არ გამოიყენოთ ასპირინი ან აცეტამინოფენი.

ასპირინმა შეიძლება უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა. თუ დაზიანებულ
სახსარზე შეხება ძლიერ მტკივნეული არ არის, დაიდეთ ზედ ყინულიანი პარკი და 10 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. მიიღეთ ბალახების ჩაი.

განსაკუთრებით კარგია არალია, ფარსმანდუკი, ასკილის ნაყოფი და ბაღის პიტნა. ნიკრისის ქარი თავს ესხმის ტრავმირებულ სახსარს, ამიტომ ეცადეთ, არ დაიზიანოთ ფეხის ცერი, არ ატაროთ ვიწრო ფეხსაცმელი.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.

Facebook კომენტარები