თუ ცხმიანი თმა გაქვთ, გაგიზიარებთ შესანშნავ რეცეპტებს, რომლებიც უმოკლეს დროში დაგეხმარებათ
თმაზე ზედმეტი ცხიმი თავის კანში არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობის შედეგია, რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის — საჭმლის მონელების დარღვევით, ჰორმონული დისბალანსით, არასწორი კვებით, გენეტიკური თავისებურებებით იყოს გამოწვეული.
ცხიმიანმა თმამ მთელი ახალგაზრდობა გამიმწარა. კვირაში ორჯერ თავს ქაფქაფა
წყლით ვიბანდი — ვფიქრობდი, რომ ცხელი წყალი თმას უკეთ გამისუფთავებდა, მაგრამ
თქვენც არ მომიკვდეთ.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ცხელი წყლის ზემოქმედებით თმის ცხიმოვანი ჯირკვლები კიდევ უფრო გაძლიერებულად გამოყოფენ ცხიმს.
ბოლოს ისევ ძველ და ნაცად რეცეპტებს მივადექი და მივაგენი კიდეც რამდენიმე მართლაც ეფექტურ საშუალებას.
აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი სპირტი და 1 ჩაის კოვზი წყალი.
თავის პირველი ჩამობანის შემდეგ ეს ნარევი თავის კანში შეიზილეთ და 10 წუთს დაიტოვეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
კვერცხის გული თურმე ისეთ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ცხიმის გამოყოფას ამცირებს.
1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, რომ გამკვრივდება, თავის კანში შეიზილეთ
და გაშრობამდე დაიტოვეთ. შემდეგ თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ.
3 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 15 წუთს ადუღეთ. დაამატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანილ თავზე გადაივლეთ, თან თმის ძირებში შეიზილეთ.
თავის კანი ლიმონის წვენით გაიწმინდეთ. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს,
აცხრობს ქავილს.
2 სადილის კოვზ ლიმონის წვენში აურიეთ ნახევარი ჭიქა არაყი და ამ ნარევით დღეგა-
მოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა, თმის ძირები და კანი.
დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი.
თმის ძირებში დღეგამოშვებით შეიზილეთ დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენი.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით
აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.