როგორ მოვიქცეთ, როდესაც იმუნური სისტემის აღდგენა გვჭირდება? 

1369

როგორ მოვიქცეთ, როდესაც იმუნური სისტემის აღდგენა გვჭირდება? 

ყოველ შემოდგომაზე, როგორც კი სოფლად საქმეს მოვლევ და მთელი წლის მონაგარს
დავაბინავებ, საოცარი სისუსტე მეუფლება. თითქოს ენერგია ხელის ერთი მოსმით გამომაცალესო.

დილაობით ადგომა მიჭირს, შეგნებულად გავურბივარ ყოველგვარ საოჯახო
საქმეს და ზოგჯერ ჭამაც კი მეზარება.

ერთ დღეს ეს ამბავი მეზობლებს შევჩივლე და მათაც ამ რეცეპტით მომზადებული წვეთების დალევა მირჩიეს. აი უკვე მეორე წელია, ვსვამ და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

წვეთები იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, რომ მსურს, რაც შეიძლება მეტმა ხალხმა შეიტყოს მათ შესახებ.

– ხორცსაკეპ მანქანას მდუღარე წყალი გადაავლეთ და მასში 300-350 გრამი გარჩეუული ნიორი გაატარეთ. გატარებული ნიორი მინის ქილაში მოათავსეთ და დაასხით 200 მლ სპირტი. ქილას მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და დადგით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე.

ათი დღის შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი კიდევ ორ დღეს გააჩერეთ.

წვეთებს ასხამენ 50 მლ ცივ ანადუღარ რძეს და დღეში 3-ჯერ იღებენ. თავდაპირველად
5-5 წვეთი უნდა მიიღოთ, მერე კი ყოველ ჯერზე წვეთების რაოდენობა 1-ით გაზარდოთ.

მე-11 დღეს უკვე 25 წვეთს მიიღებთ. ასე გააგრძელეთ ნაყენის დამთავრებამდე.
თუ წამლის სმის დროს თირკმელი აგტკივდათ, წვეთების რაოდენობა განახევრეთ. თუ ტკივილი გაგრძელდა, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.

აიღეთ მინის ბოთლი, აავსეთ წვრილად დაჭრილი მაისის აბზინდით, დადგით ბნელ,
გრილ ადგილას 21 დღით, შემდეგ გადაწურეთ. სვით 3 კვირის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ, თითო წვეთი, განზავებული 15 წვეთ წყალში.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები