ხელები და ფეხები ხშირად გიცივდებათ? ის, რაც სისხლის მიმოქცევას დაგირეგულირებთ

30086

სისხლის მიმოქცევის ბალანსის დარღვევა მრავალ პრობლემას წარმოშობს, ერთ-ერთი კი ხელების და ფეხების მუდმივი სიცივეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი რამდენიმე ეფექტური ხერხი არსებობს.

წყალი

წყლის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე და მათ შორის სისხლის მიმოქცევაზეც. გირჩევთ, რომ 1,5 ან 2 ლ. წყალი მთელი დღის განმავლობაში მიიღოთ.

ყაენის წიწაკა

ყაენის წიწაკა ოდითგანვე ცნობილი იყო როგორც საშუალება, რომელიც ზრდის მამაკაცების პოტენციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს სისხლის მოდინებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებთან.

გინკგო (ლათ. Ginkgo)

ამ მცენარის შეძენა და გამოყენება შესაძლებელია კაფსულების სახით. ის განსაკუთრებით კარგად აწვდის ტვინს სისხლს.

ცხენის წაბლი

ცხენის წაბლის ექსტრაქტი ფართოდ გამოიყენება ევროპულ ქვეყნებში და გამოირჩევა სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების სამკურნალო თვისებებით – ვენების გაგანიერება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. იგი ხსნის სიმძიმის, ტკივილის შეგრძნებას აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ქვედა კიდურების ვენების ტონუსს.

კოჭა

კოჭას მშრალი ფხვნილი წარმოებულია ინდოეთში. მასში არ არის მინარევები რითაც ეს პროდუქტი არის უნიკალური. ვინც თავის რაციონში სისტემატურად ხმარობს კოჭას, ის დაცულია ნაწლავური სიმსივნეებისგან. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. ხელს უშლის და ანელებს ორგანიზმში დაბერების პროცესის განვითარებას.

თევზის ქონი

თევზის ქონი ეფექტურად ებრძვის სისხლის მიმოქცევის პრობლემებით გამოწვეული ფეხის ტკივილის. ის სისხლის ცირკულაციაზე დადებითად მოქმედებს. მისი მიღება თევზის მირთმევით ან შესაბამისი მედიკამენტითაა შესაძლებელი.

ნიორი

ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინსა და კიდურებში, შედეგად ხელების და ფეხების მუდმივი სიცივე არ შეგაწუხებთ.

Facebook კომენტარები