როგორ დავამარცხოთ უძილობა? – გაგიზიარებთ საინტერესო და ეფექტურ რეცეპტებს

3718

როგორ დავამარცხოთ უძილობა? - გაგიზიარებთ საინტერესო და ეფექტურ რეცეპტებს

რამდენიმე თვის წინ საშინელი უძილობა დამჩემდა. არ ვიცი, ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ იმოქმედა, პირადმა პრობლემებმა თუ ცხოვრების წესმა.ალბათ, ყველაფერმა ერთად.

ლამის გათენებამდე ვწრიალებდი საწოლში, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. დედაჩემმა რა არ მირჩია, შემომთავაზა ექიმთან წასვლაც, მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ ავად ვიყავი, უარესი დამმართა.

საბოლოოდ გადავწყვიტე,მეგობრის ნასწავლებირეცეპტიმესინჯა. ნელნელა ძილიც მომიწესრიგდა და განწყობაც გამომიკეთდა. დარწმუნებული ვარ, უძილობას საქართველოში მხოლოდ მე არ ვუჩივი, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით ამ წამლებს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

ვიღებთ 50 გრამ კამის თესლს, ვასხამთ ნახევარ ლიტრ პორტვეინს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ვფუთავთ, ვაჩერებთ 1 საათს და ვწურავთ. უნდა მივიღოთ 50-60 გრამი ძილის წინ.

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი,
დააყენეთ დაახლოებით ერთ საათს და გაწურეთ. ეს ნაყენი ჩაის ნაცვლად დალიეთ საღამოს ან ღამით, ძილის წინ. შეგიძლიათ, დაატკბოთ თაფლით.

ნაყენი არაჩვეულებრივად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც: გაიკეთეთ საფენები ან დაიბანეთ თავი, ანდა დალიეთ ნახევარი ჭიქა.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩადგით წყლის
აბაზანაში 20 წუთით, გააცივეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

აიღეთ 70 გრამი ნიორი, დანაყეთ, დაამატეთ 5 ცალი ლიმონის წვენი, ქილას თავი
ორფა დოლბანდით მოუკარით და სიგრილეში დადგით.

ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყენი მზადაა, პარალელურად 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ არყის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და მთელი დღე გააჩერეთ.

საღამოს გადაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის ნაყენი. მიიღეთ ძილის წინ. ნაყენი შეინახეთ მაცივარში, დოლბანდით პირმოკრული ქილით.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia