გაწუხებთ ფეხებში წვის შეგრძნება? გასწავლით ეფექტურ მეთოდს ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად
ფეხების არეში წვის შეგრძნება გავრცელებული ჩივილია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დისკომფორტი იმდენად ძლიერია ადამიანს დაძინება უჭირს. ზოგიერთი მდგომარეობის გამო წვასთან ერთად შესაძლოა გრძნობდეთ ჩხვლეტას, დაბუჟებას ან ორივეს ერთად.
გამომწვევი მიზეზი: ფეხებში დროებითი წვის მიზეზი დაღლილობა ან კანის ინფექციაა. როგორც წესი, ფეხებში წვის შეგრძნების გამომწვევი მიზეზია პერიფერიული ნეიროპათია.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: ალკოჰოლიზმი; ქიმიოთერაპია; თირკმლის ქრონიკული დაავადება; დიაბეტური ნეიროპათია; ვიტამინდეფიციტური ანემია; ტერფის გვირაბის სინდრომი; ჰიპოთირეოზი და სხვა.
ასევე ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლის მიმოქცევის პრობლემასთან!
ამ მხრივ კი არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომლებმაც შესაძლოა გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევის პრობლემები, შედეგად კი არსებული პრობლემაც აღმოიფხვრას
ამისათვის კი საჭიროა მოამზადოთ შემდეგი რეცეპტი: 2 სუფრის კოვზი კურკუმა უნდა შეურიოთ წყალში, ისე, რომ პასტა მიიღოთ. მიღებული ნარევი კი დღეში 2-ჯერ უნდა დაიდოთ მტკივნეულ ადგილას. გახსოვდეთ კურკუმამ შესაძლოა აღნიშნული ადგილი დროებით ყვითლად შეაფერადოს და არ შეგეშინდეთ!
მარტო ეს არ არის. პრობლემის სრულფასოვნად აღმოსაფხვრელად დაკავდით სპორტით, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად დაასვენეთ ფეხები და უარი თქვით ალკოჰოლზე!
შედეგად ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ ფეხებში წვის შეგრძნებაც აღარ შეგაწუხებთ და მშვიდად დაიძინებთ.
აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.