მუცლის შებერილობის დროს ეს ნაყენი საუკეთესო მკურნალია!

1597

მუცლის შებერილობის დროს ეს ნაყენი საუკეთესო მკურნალია!

“წლების განმავლობაში მაწუხებდა მუცლის შებერილობა და სულ ვეძებდი მცენარეულ საშუალებებს გთავაზობთ ამ რეცეპტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მარგო. კამა დაფქვით და რეგულარულად იხმარეთ კერძის მომზადებისას. ასევე მიიღეთ დამწვარი ალვის ხის მერქნის ნახშირი ჭამამდე და ჭამის შემდეგ (სულ 2 ჩ/კ. დილით უზმოზე დალიეთ 1 ჩ/ჭ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, დაწექით 30 წთ, ხოლო ერთ საათში ისაუზმეთ (მკურნალობის კურსი 10 დღეა, 10 დღე დაისვენებთ და გაიმეორებთ კურსს).

გაზებისთვის კარგია სალათებში ნივრის მწვანე ფოთლების დამატება. ნიორი წვრილად დაჭერით, დაალაგეთ თხელ ფენად, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ ეს ფხვნილი წვერით 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. ასევე ეფექტურია ასეთი ნაყენი: თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამის, ცერეცოსა და მირას თესლის 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათი დახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და სვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე (სულ 1 ჭიქა ნაყენი დღეში).

ექიმის კომენტარი: კამა, ძირა, პიტნა, ცერეცო — ანტიანთებითი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ცნობილი ეფექტიანი საშუალებებია და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს. ნიორი თრგუნავს ლპობისა და დუღილის პროცესებს ნაწლავებში, დადებითად მოქმედებს მეტეორიზმის დროს. კარტოფილის წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და პერისტალტიკის გამაძლიერებელი მოქმედება. ამასთან იგი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. აცეტილქოლინის შემცველობის გამო კი კარტოფილის წვენის ხანგრძლივად მიღების შედეგად ქვეითდება არტერიული წნევა. ახალგამოწურული წვენი ეფექტიანია გასტრიტებისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ჭამამდე 30 წუთით ადრე მიღებისას წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავების ფუნქციას.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები