მარტივი მეთოდები კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის
კბილის ტკივილი უმრავლესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რასაკვირ-
ველია, ყველაზე მართებული ამ დროს სტომატოლოგთან მისვლა, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.
ამ შემთხვევაში კბილის ტკივილს შეიძლება ხალხური მეთოდებით ვუმკურ-
ნალოთ. მე ხშირად მაწუხებდა კბილები, ამიტომ უამრავი ხალხური რეცეპტი მაქვს ჩაწერილი უბის წიგნაკში.
მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:
ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზად-
დეს სალბის, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთშიც ავურიოთ თანაბარი რაოდენობით.
ნაყენი უნდა იყოს რაც შეიძლება თბილი, ოღონდ არა ცხელი. ივლეთ პირში რაც შეიძლება ხშირად. ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის.
ჩირქგროვის გახეთქვაში დაგეხმარებათ შემწვარი ხახვი. მიიდეთ იგი მტკივან კბილზე. ძალზე უსიამოვნო რამაა პაროდონტოზი — სუსტი და სისხლმდენი ღრძილები. არსებობს უამრავი საშუალება ღრძილების გასამაგრებლად.
კარგია, მაგალითად, ნივრისა და უმი კარტოფილის ჭამა. ღრძილების გაფაშრების დროს კარგია მჟავე კომბოსტო.
რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ იგი პირში და ღეჭეთ. კომბოსტო სასარგებლოა კუჭისა
და ღვიძლისთვის, ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ფიჭის თაფლი უძველესი დროიდან ფასობს ხალხში არა მარტო არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის, არამედ საუკეთესო სამკურნალო თვისებების გამოც. ცნობილია, რომ მას გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი უნარი აქვს, ვიდრე გამოწურულს.
ძალიან უხდება პირის ღრუს ანთებით დაავადებებს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს. თაფლიანი ფიჭა ცვილის საცობითურთ უნდა დაღეჭოთ. მოჭერით პატარა ნაჭერი და ღეჭეთ 10-15 წუთი.
2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ
დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთება 2-3 დღეში გაგივლით.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.