ამ მეთოდით ორანიზმიდან მარტივად გამოდევნით მარილებს

1797

ამ მეთოდით ორანიზმიდან მარტივად გამოდევნით მარილებს

მაინც რა საფრთხეს გვიქადის მარილი?

ნატრიუმს ქოვილებში წყლის შეკავების უნარი შესწევს. ჭარბი ნატრიუმი ნიშნავს ჭარბ წყალს. ზედმეტი სითხე, უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემას აწვება ტვირთად, რაც ხელს უწყობს ახალ დაავადებათა წარმოშობას და უკვე არსებული ქრონიკული სნეულებების გამწვავებას.

ამ სნეულებათაგან, უწინარეს ყოვლისა, არტერიული ჰიპერტენზია უნდა ვახსენოთ. მაღალ არტერიულ წნევას მოსახლეობის ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი უკავია. ის ყოველ მესამე ადამიანს აქვს.

მარილის სიჭარბე არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორია და განსაკუთრებით საშიშია, როცა რისკის სხვა ფაქტორებიც:

ჭარბი წონა, პასიური ცხოვრების წესი, შაქრიანი დიაბეტი, გენეტიკური განწყობა, ასაკი (მამაკაცებთან – 40 წლიდან, ქალებთან – მენოპაუზის შემდეგ), მავნე ჩვევები, – ახლავს თან. რამდენიმე რისკფაქტორის თანხვედრისას კი ჰიპერტენზიის განვითარება, ფაქტობრივად, გარდაუვალია.

არტერიული ჰიპერტენზია, თავისთავად, საკმაოდ მძიმე და ძნელად სამართავი დაავადებაა, მაგრამ ამაზე უარესი ის არის, რომ, თავის მხრივ, არაერთი კიდევ უფრო მძიმე დაავადების წარმოშობას უწყობს ხელს.

მაგალითად, მომატებულ სისტოლურ წნევას უკავშირდება ინსულტის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, შემთხვევათა თითქმის 60%. მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა ნახევარიც სწორედ არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე ვითარდება.

ორივე ეს დაავადება ხშირად იწვევს სიკვდილს. ასე რომ, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, მარილიანი საკვების სიყვარული, ადამიანისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მარილები ხალხური საშუალებებით:

გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი.

კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი   დღეღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ. წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში.

ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ-ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

– მარილებს ორგანიზმიდან ასე გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე.

ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

frenis kompensacia
frenis kompensacia