ქრისტესისხლას სასწაულმოქმედი თვისებები

722

ქრისტესისხლას სასწაულმოქმედი თვისებები

დავწყვიტე, საზამთროდ ატმის კომპოტი გამეკეთებინა. როდესაც ქილას ვხუფავდი, კიდე მოემტვრა, ამოყირავდა და ქაფქაფა წყალი ზედ გადამესხა. აუტანელი ტკივილი ვიგრძენი.

საათ-ნახევარი ვენტილატორის წინ გავატარე. მერე ავიღე ქრიტესისხლა,ბამბა მის წვენში დავასველე და დამწვარი კანის ნაზად წმენდა დავიწყე. დაფუფქული კანი ნელ-ნელა მცილდებოდა და თითქოს ტკივილიც იკლებდა. ბოლოს დავმშვიდდი და ცოტა ხნით ჩამეძინა.

რომ გამეღვიძა, კიდევ ერთხელ გავიწმინდე დამწვარი კანი. ასე გავაგრძელე დაახლოებით 10 დღე.

დამწვარი ადგილისთვის ქრისტესისხლას წვენის გარდა არაფერი მიმიკარებია და
ისე მოშუშდა, ნაწიბურიც არ დარჩენილა.

კარგად გახსოვდეთ ერთი რამ:

ქრისტესისხლას წვენში დასველებული ბამბა დამწვარზე კი არ უნდა დაიდოთ, არამედ ნაზად უნდა გაიწმინდოთ მტკივანი არე, როდესაც შეშრება, ისევ გაიწმინდოთ და ასე შემდეგ.

მას შემდეგ ყოველთვის მაქვს შინ ქრისტესისხლას წვენი: როგორც კი მცენარე აყვავდება, ფესვიანად ვგლეჯ, ვრეცხავ, ვაშრობ, ვჭრი და ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებ.

შემდეგ ვწურავ, წვენს მინის ბოთლში ვასხამ და თავზე რამეს ვაფარებ (მჭიდროდ დაცობა საჭირო არ არის). წვენი დუღილს დაიწყებს, დაახლოებით 5-6 დღე დუღს, შემდეგ გადავასხამ, გადავწურავ და ვინახავ გრილ ადგილას, ზოგჯერ მაცივარშიც. წვენი 1-2 წელი ძლებს.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები