სილამაზის რეცეპტი ხალხური მედიცინისგან

613

სილამაზის რეცეპტი ხალხური მედიცინისგან

ყველას სურს, რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოს გლუვი, ელასტიკური, უნაოჭო
კანი. მე ამაში შინაური ნიღბები მეხმარება, რომელთა რეცეპტებს თქვენც სიამოვნებით
გაგიზიარებთ.

ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, თეთრი თიხის გამოყენებას ვურჩევ. 100 გრამი თიხა, 30 მლ წყალი, 5 მლ გლიცერინი და სპირტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ეს ნარევი ბამბის ტამპონით წავისვათ სახეზე და 20 წუთის შემდეგ სველი ბამბის ტამპონით მოვიშოროთ. 1 სუფრის კოვზ რძეს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ტალკი და თეთრი თიხა, წავისვათ სახეზე და 20 წუთის შემდეგ მოვიშოროთ სველი ბამბის ტამპონით.

ვისაც მშრალი კანი აქვს, ვურჩევ ასეთ ნიღაბს: 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს შევურიოთ 30-40 წვეთი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა და ცოტაოდენი ცივი წყალი. ვურიოთ თეთრი, ფაფისებრი მასის მიღებამდე.

წავისვათ შპადელით სახესა და კისერზე და 25-30 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ამის შემდეგ კანი გავიწმინდოთ ლიმონის ნაჭრებით.

ნორმალური კანის შემთხვევაში 3 ჩაის კოვზ თეთრ თიხას დავუმატოთ 1,5 ჩაის კოვზი
კარტოფილის ფქვილი და ტალკი, კარგად ავურიოთ, წავისვათ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით.

ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ კვირაში 1-2-ჯერ კანთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს აღარ შეგაწუხებთ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები