თუ არ იცით რა მოიმოქმედოთ ნაღრძობის, დაჟეჟილობისა და მოტეხილობის მოსარჩენად, გაგიზიარებთ ეფექტურ რეცეპტს.

1093

თუ არ იცით რა მოიმოქმედოთ ნაღრძობის, დაჟეჟილობისა და მოტეხილობის მოსარჩენად, გაგიზიარებთ ეფექტურ რეცეპტს.

ჩემი ვაჟი ბავშვობიდანვე ცელქი და ხიფათიანი იყო. ხან ხელს მოიტეხდა, ხან ფეხს გაიჭრიდა. კოპებსა და გადაყვლეფილ მუხლებზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, დავიტანჯეთ ჩვენც და ისიც.

ერთხელ, ზაფხულში, ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი საშინლად გაუსივდა. დადიოდა კი არა, ფეხს მიწაზე ვერც კი ადგამდა. იმ დროს სოფელში ვიყავით, საიდანაც.სამედიცინო დაწესებულებამდე შორი იყო, მანქანა
კი არ გვყავდა.

გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები და ერთ კვირაში ჩემი ბიჭუნა ჩიტივით დაფრინავდა. მინდა რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

დარჩეული ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან კარგად დანაყეთ. თავის ზეთიანად დაიფინეთ ნაღრძობზე და მაგრად შეიხვიეთ.

– ნაღრძობ და შესივებულ ადგილზე დაიდეთ ასეთი საფენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და ამდენივე მზესუმზირას ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, ამ ნარევში დაასველეთ დოლბანდი, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ მთელი ღამე. უხდება დაჟეჟილობასაც.

დაჟეჟილ კუნთზე ჯერ ყინული დაიდეთ 10-15 წუთით, მერე ქაფურის სპირტით დაიზილეთ.

კარგად მოხარშეთ 0,5 კგ ხმელი თეთრი ლობიო, დასრისეთ და მიღებული მასა დაიდეთ მტკივან ადგილას. შეიხვიეთ მკვრივი პირსახოცით. გაიჩერეთ მთელი ღამე.

თელის ფესვი წვრილად დაჭერით და წვენი გამოხადეთ. ადუღეთ, სანამ მასა წებოსავით არ გახდება. წაისვით ნაღრძობ ადგილას და დოლბანდით შეიხვიეთ. გაიმეორეთ სამჯერ.

თუ მოტეხილი ადგილი გტკივათ, აიღეთ 1 ჩაის კოვზი კარგად დაფქული თეთრი შა-
ბი, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა, კარგად გაქენით, წაუსვით ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ 4-5 საათი.

როცა ამ ნახვევს მოიხსნით, აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1-1,5 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, კარგად ათქვიფეთ, წაუსვით ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. კარგად შეიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს.

Facebook კომენტარები