თუ გული ხშირად გიჩქარდებათ, გასწავლით რამდენიმე ეფექურ ჩაის ნაყენს

706

თუ გული ხშირად გიჩქარდებათ, გასწავლით რამდენიმე ეფექურ ჩაის ნაყენს

თავს იმ ადამიანების რიცხვს მივაკუთვნებ, რომლებზეც ამბობენ, პრაქტიკულად ჯანმრთელიაო, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე მახსენებს თავს უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გული ჩვეულებრივზე სწრაფად მიცემს.
მივაკითხე ექიმს, რომელმაც ამიხსნა, რომ დათბობასთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას ფარისებრი ჯირკვალი,რომელშიც განსაკუთრებული ჰორმონი - თიროქსინი წარმოიქმნება.

სწორედ ეს ჰორმონი აიძულებს გულს, უფრო სწრაფად იმუშაოს. ამ მდგომარეობას სეზონურ ტაქიკარდიას უწოდებენ. მას შემდეგ გულის აჩქარებისას ბუნებრივ
საშუალებებს ვსვამ.

ეს რამდენიმე რეცეპტი გულით დაავადებულებმა მასწავლეს. ყოველი
მათგანი არაჩვეულებრივად ხსნის ტაქიკარდიის შეტევებს.

აიღეთ 2 სუფრის კოვზი კუნელის ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი მისივე ნაყოფი, 2 სუფრის კოვზი ბერულას, 2 სუფრის კოვზი ძიძოს და 1 სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი და ერთმანეთში კარგად აურიეთ.

ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 10 წუთით ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდეგ 20 წუთს დააყენეთ, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ 5-6 კვირის განმავლობაში.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის გვირილის ყვავილი, ცერეცოსა და კვლიავის ნაყოფი,
პიტნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვები.

ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით 30 წუთს მდუღარე წყლის აბაზანაში, გადმოდგით და გააცივეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დილით და დღისით, ხოლო ნახევარი ჭიქა — ძილის წინ. მკურნალობის კურსია 3-4 კვირა.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia