რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის რომ ჰაიმორიტმა არ შეგაწუხოთ?! 

1297

რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის რომ ჰაიმორიტმა არ შეგაწუხოთ ?! 

წლების განმავლობაში ყოველი გაციების დროს შუბლისა და თვალბუდის მიდამოში
აუტანელი ტკივილი მეწყებოდა.

ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ დღეებში პრაქტიკულად მოწყვეტილი ვიყავი ყოველგვარ საქმიანობას, ვიწექი და ბალიშიდან თავის წამოწევაც კი არ შემეძლო.

ერთ მშვენიერ დღეს ეს ამბავი ჩემმა დედამთილმა გაიგო და სკივრიდან დედამისისა თუ ბებიამისის ნაქონი კარაბადინი ამოიღო.

იმედი უკვე გადაწურული მქონდა, მაგრამ დედამთილს ხათრი ვერ გავუტეხე და მის მიერ შერჩეული მეთოდით მკურნალობა ვცადე. ჰოი, საოცრებავ — მომიხდა და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგა ხანია,
ტკივილს თავი აღარც შეუხსენებია.

აი ეს მეთოდიც:

აკაციის პარკებიდან გადმოყარეთ თესლი, გაახმეთ ეს პარკები, დაფქვით და ბურნუთივით იყნოსეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მწიკვი ფხვნილი გახსნათ პენიცილინის ხსნარში და ორივე ნესტოში ჩაიწვეთოთ — დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი წვეთი, ვინაიდან ძალზე მტკივნეულია.

დაცემინების შედეგად შუბლის არე დაგროვილი ჩირქისგან თავისუფლდება.
ამასთანავე, საღამოობით ისუნთქეთ ცხელი ორთქლით, გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი წყლით ან გულყვითელასა და გვირილის სუსტი ნახარშით.

ჰაიმორიტის დროს ცხვირს, შუბლსა და თავს ზომიერი სითბო სჭირდება, ამიტომ შარფი არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ღამითაც მოიხვიეთ.

აიღეთ 2 სადილის კოვზი წყლის იელი (ზამთარში გამომშრალი, ხმელი, ზაფხულში ნედლი), დაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 40 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით, გააცივეთ ისე, რომ თავსახური არ მოხადოთ და 2 საათის შემდეგ გადაწურეთ. ვიდრე მკურნალობას შეუდგებოდეთ, ჰაიმორის წიაღების არეში დაიდეთ თოფრაკი, რომელშიც გახურებული მარილი ყრია, რომ გაფართოვდეს. მერე კი თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთი წამალი ჩაიწვეთეთ.

ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-ჯერ, სააბაზანოში, ნიჟარასთან, რადგან ამ ზეთის ჩაწვეთების შემდეგ ცხვირიდან გამონადენი უხვად დაიწყებს დენას. მე 5 პროცედურა მეყო — დამავიწყდა კიდეც, ჰაიმორიტი რა არის.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები