როგორ დავამარცხოთ ფილტვების ტუბერკულოზი? 

1345

როგორ დავამარცხოთ ფილტვების ტუბერკულოზი? 

24 წლის ასაკში დამისვეს ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოზი, რომელიც ჩემთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, რადგან ამ დაავადებით გარდაიცვალა დედაჩემი. მაშინ 19 წლის ვიყავი და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ გამოხრა ამ სენმა.

სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ მკურნალმა ექიმმა დამამშვიდა, რომ თუ დავიცავდი მის ყველა მითითებას, რეგულარულად მივიღებდი დანიშნულ წამლებს, არ გავცივდებოდი, არ გადავიღლებოდი, კარგად გამოვიკვებებოდი ავადმყოფობას მოვერეოდი და ღრმა სიბერემდე ვიცოცხლებდი.

რამდენიმე წლის განმავლობაში ზედმიწევნით ვიცავდი ექიმის რეკომენდაციებს, 4 თვე აბასთუმანშიც ვიმკურნალე. 10 კგ მოვიმატე, ძალ-ღონეც დამიბრუნდა. 5 წლის შემდეგ აღრიცხვიდან მომხსნეს, თუმცა რეგულარულად გავდიოდი სამედიცინო შემოწმებას.

ახლა 75 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში ტუბერკულოზს მართლაც აღარ შეუხსენებია თავი. საავადმყოფოში წოლისას ვიღებდი ნარევს, რომელიც ასე
მზადდება:

ორლიტრიან ქილაში ჩააწყვეთ კარგად გარეცხილი 10 ცალი კვერცხი. 10 ცალი ლიმონი გათალეთ, გამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ჩაასხით ქილაში (კვერცხები უნდა დაიფაროს) და ქილა 2 კვირით შედგით მაცივარში. ამ ხნის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი უნდა გაიხსნას.

აიღეთ 3 წლის ალოეს ფოთლები, კარგად გარეცხეთ, ეკლები დააჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაწურეთ და წვენი კვერცხიან ქილაში ჩაასხით. დაამატეთ 150 გრამი თაფლი, 150 გრამი კონიაკი და გააჩერეთ კიდევ 3 დღე.

მიღების წინ ნარევს კარგად ამოურიეთ, რადგან კვერცხის ნაჭუჭი ფსკერზე ილექება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3ჯერ, ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში.

რეცეპტი 2

აიღეთ 13-14 ლიმონი, გაფქცვენით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გარეცხეთ, შინაური კვერცხი, ჩააწყვეთ მინის ქილაში, დაასხით ლიმონის გამონაწური, თავზე დაახურეთ და დადგით სიბნელეში 10 დღით.

როდესაც კვერცხის ნაჭუჭი გადნება, დაამატეთ 1 კგ თაფლი (სასურველია მაისისა), 1 კგ უმარილო ნაღების კარაქი, 1 კგ შაქარი, 0,5 კგ ღორის მუცლის ქონი (უმარილო), 300 გრამი კაკაო და 250 გრამი კონიაკი (ხუთვარსკვლავიანი).

კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და მინისავე თავდახურული ქილით დადგით სიბნელეში 12 დღის შემდეგ წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი დღეში 4 ჯერ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები