მუხლების ტკივილი გტანჯავთ? გაგიზიარებთ მრავალჯერ წარმატებით ნაცად რეცეპტს

2804

მუხლების ტკივილი გტანჯავთ? გაგიზიარებთ მრავალჯერ წარმატებით ნაცად რეცეპტს

გაზაფხულობით ვკრეფ ბაბუაწვერას ყვავილებს და ნახევარლიტრიან მინის ქილაში ვყრი. ქილა კარგად რომ აივსება, ვასხამ არაყს ან სპირტს, იმდენს, რომ ყვავილები კარგად დაიფაროს.

ქილას მჭიდრო თავსახურს ვახურავ და 10 დღის განმავლობაში სიბნელეში ვდგამ.
როგორც კი მუხლი ამტკივდება, ვიღებ ქილიდან ბაბუაწვერას რამდენიმე კარგად დარბილებულ ყვავილს და მტკივან ადგილს იმდენ ხანს ვიზელ, ვიდრე ყვავილებს მთელი სისველე არ გამოუვა.

ასე ვიქცევი დილით და საღამოს. რა ძლიერიც არ უნდა იყოს ტკივილი, 7-10 დღეში აუცილებლად გაივლის. პირადად მე 2-3 დღეშივე ვგრძნობ შვებას.

ახლა ბაბუაწვერას ყვავილების დაკრეფა უკვე გვიანია, ამიტომ გაზაფხულამდე სამკურნალო სახვევის გამოყენებას გირჩევთ:

აიღეთ მატყლი ან სუფთა შალის ნაჭერი და დაასველეთ წინასწარ მომზადებულ ნახარშში. ნახარში მზადდება ნაცარქათამას ბალახის, არყის ხის ფოთლებისა და ასკილის ნაყოფისგან.

უნდა აიღოთ 2-2 სადილის კოვზი, ჩაყაროთ ლიტრიან ქილაში, ქილა მდუღარე წყლით აავსოთ და ხარშოთ ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში. ნახარში გააცივეთ. 2 ჭიქა
მაშინვე დალიეთ, რაც დარჩება, იმაში გახსენით 1 სადილის კოვზი მარილი და მეხუთედი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და შიგნით მატყლი ან შალის ქსოვილი ჩადეთ.

ნახევარი საათის შემდეგ, კარგად რომ გაიჟღინთება, ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მუხლზე. შეიხვიეთ პირსახოცით და დილამდე გაიჩერეთ. ასე გაიმეორეთ რამდენიმე დღე. უკვე 5 დღის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:20 როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები