როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევის სინდრომს იოლად ? 

641

როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევის სინდრომს იოლად ? 

ნაბახუსევი არის უსიამოვნო ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ ხდება ალკოჰოლის, მაგალითად, ღვინის, ლუდისა და გამოხდილი ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემდეგ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

იგი იწყება მას შემდეგ, რაც სისხლში ალკოჰოლის დონე დაეცემა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ყველაზე ცუდი სიმპტომები თავს იჩენს მაშინ, როდესაც სხეულში ალკოჰოლის დონე ნულს მიაღწევს. ნაბახუსევი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი, ან უკიდურეს შემთხვევაში, 24 საათზე მეტი ხანიც კი.

ტიპიური სიმპტომები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ძილიანობა, კონცენტრაციის პრობლემები, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, დაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტკივილი (მაგ: ღებინება, დიარეა), შიმშილის არარსებობა, სინათლისადმი მგრძნობელობა, დეპრესია, ოფლიანობა, გულისრევა, ჰიპერაგზნებადობა, გაღიზიანება, შფოთვა და სხვა.

ნაბახუსევის წამალი კაცობრიობას დღემდე არ გამოუგონია. მასთან ბრძოლის ერთა-
დერთი საშუალება ის არის, არ დალიო, მაგრამ უამისოდაც ხომ წარმოუდგენელია?

ძველით ახალ წელს მეგობრებთან ერთად იმერეთში ბიძას ვესტუმრე. ბიძაჩემმა, როგორც გამოცდილმა თამადამ, რამდენიმე კეთილი რჩევა მოგვცა, რათა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გავმკლავებოდით ქეიფის მომდევნო დღის გასაჭირს.

ვიდრე დალევას დაიწყებთ, ყუათიანად ისადილეთ. მეორე დილითაც, მიუხედავად
უქეიფობისა, აიძულეთ თავი, მსუყედ ისაუზმოთ.

მხოლოდ ღვინოს ნუ მიეძალებით, შუალედებში სვით მინერალური წყალი. მინერალური წყალი სვით მეორე დღესაც, ყავისგან კი თავი შეიკავეთ. იძინეთ, ძილში ნაბახუსევიდან უფრო შეუმჩნევლად გამოხვალთ.

ასევე კარგია ეს მეთოდიც :

20 წვეთი პიტნის ნაყენი 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსენით და ერთბაშად გადაჰკარით. შვებას მაშინვე იგრძნობთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები