ვისაც გულისა და თირკმელების პრობლემა გაქვთ სასწრაფოდ  გოგრის თესლი მოიმარაგეთ 

1661

ვისაც გულისა და თირკმელების პრობლემა გაქვთ სასწრაფოდ  გოგრის თესლი მოიმარაგეთ 

 

გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით.
მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. კერძოდ, მას აქვს შარდმდენი და მსუბუქი გამხსნელი მოქმედება, ამაგრებს გულის კუნთს, აფერხებს კუჭსა და ნაწლავებში აირთა წარმოქმნას, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას,
გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები.

ჩვილი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის თესლის ფაფა. თუ პატარას გოგრის ფაფა უკვე გაასინჯეთ, მისი თესლისგანაც მოუმზადეთ
ფაფა: გაარჩიეთ და ბლენდერით რძესთან ან წყალთან ერთად ათქვიფეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ თაფლი და ხილის წვენი.

კარგია როგორც ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება. მიეცით ბავშვს დილით, უზმოზე, ორ ულუფად, ნახევარსაათიანი შუალედით. იგივე ნაზავი მოზრდილებსაც მოგიგვარებთ ჭიებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს კარგია გოგრის თესლისგან მომზადებული რძე. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის ჭიქა გარჩეული თესლი, ბლენდერით
ათქვიფეთ და თანდათან უმატეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ კარგად, ნალექიანად. მიიღეთ სამ ულუფად მთელი დღის განმავლობაში.

თირკმელებისთვის სასარგებლოა გოგრის თესლის ჩაი: გამომშრალი თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, 1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და მიირთვით.

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის, 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები