დაფნის ნახარში : ორგანიზმს ათავისუფლებს მარილებისგან

1487

დაფნის ნახარში : ორგანიზმს ათავისუფლებს მარილებისგან

აიღეთ 5გ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, მერე გაუფილტრავად გადაასხით თერმოსში და 4 საათი გააჩერეთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამის შემდეგ გაფილტრეთ, გაყავით 12 ნაწილად და პატარ-პატარა ყლუპებით
სვით. მთელი ნახარშის ერთბაშად დალევა არ შეიძლება, რადგან, გამორიცხული არ არის, სისხლდენა გამოიწვიოს. ეს პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 3 დღე.

კარგი იქნება, თუ ამ ხნის განმავლობაში მიიღებთ შვრიის ჩალის, თივის მტვრის, ნაძვის წიწვების ან მაგნიუმის მარილის აბაზაას.

დაფნის ნახარშის მიღების პერიოდში ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა და მიირთვათ მხოლოდ ბოსტნეული.

ფილტვების ანთების დროს მოგიხდებათ

აიღეთ 4 თავი ნიორი, 8 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ცალი ლიმონი. ნიორი და ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაამატეთ თაფლი. აურიეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ნარევი დილაობით, უზმოზე, 7-10 დღის განმავლობაში.

ავიტამინოზის დროს სასარგებლოა

2 სუფრის კოვზ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე
და წამოადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ 1 ჭიქა ლიმონის წვენი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

გასტრიტის დროს არაჩვეულებრივია 

1 ჭიქა შვრიის ფანტელს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლ-
ზე 5 წუთი, შემდეგ დაამატეთ 2 ჭიქა რძე და ადუღეთ კიდევ 5 წუთი. როცა შეგრილდება,
ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი, კარგად აურიეთ და ორი კვირის განმავლობაში მიირთვით საუზმის ნაცვლად.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები