თუ გარდატეხის ასაკის გამონაყარი გტანჯავთ, გაგიზიარებთ შოკისმომგვრელ მეთოდს

9065

თუ გარდატეხის ასაკის გამონაყარი გტანჯავთ, გაგიზიარებთ შოკისმომგვრელ მეთოდს

ჩემს ვაჟს გარდატეხის ასაკში სახეზე გამუდმებით აყრიდა. მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩემი ვაჟი პირველად ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და ფურუნკულოზის დიაგნოზი დაუსვა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

გამოგვიწერა რამდენიმე წამალი, რომლებიც ძირითადად კანის პრობლე-
მებისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე ხანში გამონაყარი გაქრა, მაგრამ მერე ისევ გაჩნდა.

მე სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ უამისოდაც მივხვდი, რომ კანი არაფერ შუაში იყო, გამონაყარის მიზეზი ორგანიზმის შიგნით იყო საძიებელი და მკურნალობაც სწორედ მას სჭირდებოდა.

საგონებელში ჩავვარდი — ქალაქში ჩამოსვლა ჩვენთვის ადვილი არ იყო. ჩემი გასაჭირი მეზობლებმა შეიტყვეს. ერთმა მათგანმა დამამშვიდა, ერთ წამალს გასწავლი და აბა, სცადე, იქნებ უშველოსო.

-წამალი ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა:

მინის ქილაში უნდა ჩაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, შიგნით ჩაყაროთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალდანაყილი ნიორი.

ქილას მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური და დადგათ სიბნელეში 6-8 დღით. შემდეგ გაწუროთ, გადაასხათ მინისავე ბოთლში და მჭიდროდ დაუცოთ თავი. ბოთლი აუცილებლად ბნელ და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.

აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს ყოველდღე სახეს. თუ წინათ წყლულის შეხორცების შემდეგ ნაიარევი რჩებოდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი აბსოლუტურად იწმინდებოდა. ერთ თვეში ჩემს შვილს გამონაყარი სულ მთლად გაუქრა.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები