ნამდვილი აღმოჩენა : კალციუმიტი იცავს ფილტვებს

1784

ნამდვილი აღმოჩენა : კალციუმიტი იცავს ფილტვებს

მე-19 საუკუნეში, როდესაც ფილტვების ტუბერკულოზს ათასობით ადამიანი ეწირე-
ბოდა, საქართველოში იყო სოფლები, სადაც დაავადება ფეხს ვერ იკიდებდა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ერთ-ერთი ასეთი სოფლიდან აღმოჩნდა ჩემი მეუღლის ნათესავი, რომელმაც, სიტყვამ მოიტანა და, გაგვანდო, ჩვენს სოფელში ისეთი წამალი იცოდნენ, ტუბერკულოზი სათოფეზეც ვერ გვეკარებოდაო.

ამ წამალს თურმე კალციუმიტს ეძახდნენ.

ნათესავმა მისი რეცეპტიც მოგვცა:

უნდა აიღოთ 10 ლიმონი, 6 კვერცხი (აუცილებლად თეთრნაჭუჭიანი), 300 გრამი თაფლი (უმჯობესია, ცაცხვის იყოს) და 3/4 ჭიქა კონიაკი. კვერცხები უნდა ჩააწყოთ ქილაში და დაასხათ 10 ცალი ლიმონის გამონაწური, ქილას თავზე დაახუროთ, მუქ და სქელ ქაღალდში გაახვიოთ და მოათავსოთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში.

ასე უნდა გააჩეროთ, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება. ამას დაახლოებით 6-8 დღე დასჭირდება.

შემდეგ გადმოიღეთ, თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გადნეს და მიღებულ მასას დაასხით, კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ.

ისევ კარგად მოურიეთ, გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. უნდა მიიღოთ დესერტის კოვზით დღეში სამჯერ, როგორც კი ჭამას დაამთავრებთ.

3 კვირაში კალციუმიტი სამკურნალო თვისებებს კარგავს, ასე რომ, ამ ხნის შემდეგ ახალი ულუფის მომზადებაა საჭირო.

წამლის მიღება შეგიძლიათ ფილტვებისა და ბრონქების ნებისმიერი ტიპის დაავადების დროს, აგრეთვე მათი პროფილაქტიკის მიზნით.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები