ტაქიკარდიის მანიშნებელი სიმპტომები და უსწრაფესი სამკურნალო ხერხები 

2769

ტაქიკარდიის მანიშნებელი სიმპტომები და უსწრაფესი სამკურნალო ხერხები

ტაქიკარდია გულის რითმის დარღვევაა და გულისხმობს გულის შეკუმშვათა გახშირებას ნორმაზე მეტად. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს მოსვენებისას გული წუთში 60-100-ჯერ უნდა უცემდეს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიურიტაქიკარდია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში, შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

ფიზიოლოგიური ტაქიკარდიის განვითარების გამომწვევია:

  • ფიზიკური დატვირთვა
  • სტრესული გარემო
  • ემოციური ფონი (დადებითიც და უარყოფითიც)
  • სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მატება
  • სიმაღლეზე ასვლა
  • ენერგეტიკული სასმელები, ჭარბი რაოდენობით ყავა, ჩაი, ალკოჰოლი

პათოლოგიური ტაქიკარდია  შესაძლოა გამოვლინდეს ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების გარეშეც და  მიუთითებდეს გულ-სისხლძარღვთა (იშემია, მიოკარდიტი, გულის სარქვლოვანი დაავადებები) ან სხვა ორგანოთა სისტემის დაავადებებზე (ანემია, ინფექციური დაავადებები, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები).

ტაქიკარდიის ზოგადი სიმპტომებია

  • გულისცემის გახშირება, ბიძგები, სწრაფი პულსაცია
  • მხედველობის დაბინდვა
  • თავბრუსხვევა
  • გულის ფრიალი
  • გონების დაკარგვა
  • გულის წასვლის გრძნობა
  • მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება

გაითვალისწინეთ

შესაძლოა, ტაქიკარდიის ნიშნები არ იყოს თვალსაჩინო და ის აღმოგაჩნდეთ გამოკვლევისა და ელექტროკარდიოგრამის გადაღების დროს.

ზოგ შემთხვევაში ტაქიკარდია არ იწვევს გართულებებს, ზოგჯერ კი შეიძლება ხელი შეუშალოს გულის სრულყოფილ, სტაბილურ მუშაობას, რაც ზრდის ინსულტის ან გულის გაჩერების რისკს.

სახლის პირობებში მოსამზადებელი მარტივი რეცეპტი :

აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 20
ნუთით დადგით. მიიღეთ ყოველდღე ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2 ჩაის კოვზ გულყვითელას ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ გადაწურეთ, სითხე დაიყვანეთ 200მლ.მდე.  სვით დღეში 3-ჯერ  ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები