ამის წაკითხვამ განმაცვიფრა: კონიაკი სიმელოტის წინააღმდეგ

1191

ამის წაკითხვამ განმაცვიფრა: კონიაკი სიმელოტის წინააღმდეგ

ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერ თმას კარგავს. ასეთი რაოდენობით თმის დაკარგვა ნორმაა და გამელოტებას არ იწვევს, რადგან იმავდროულად ადამიანს ახალი თმა ეზრდება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მაგრამ არსებობს თმის პათოლოგიური ცვენა, როდესაც დაკარგული თმის ღერები ახლის ამოსვლით არ ანაზღაურდება.

უმეტესობა ფიქრობს, რომ გამელოტება, ძირითადად, მამაკაცებს ემუქრებათ და მას იშვიათ ასაკობრივ დაავადებებს მიაწერენ. სინამდვილეში, თმის ცვენა და თავის კანის გაღიზიანება ქალებშიც ფართოდ არის გავრცელებული.

თმის ცვენის მიზეზებია:

ესტროგენის ნაკლებობა

ესტროგენი არის ჰორმონი, რომელიც თმაზე ზრუნავს. თუ ორგანიზმში ამ ჰორმონის ნაკლებობაა, იწყება თმის ცვენა.

თმის არასწორი მოვლა

თმის შეღებვა, დაუთოება, დახვევა და ცხელი ჰაერით თმის გაშრობა ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს თმაზე, რადგან იგი აშრობს თმას და იწვევს თმის ცვენას.

რკინის ნაკლებობა

მკაცრი დიეტა ხშირად რკინის ნაკლებობას იწვევს. სისხლის ანალიზის გაგებით შეგვიძლია დავადგინოთ რკინის რაოდენობა ორგანიზმში.

ცხოვრების სტილი

თმის ცვენას და მის სიმშრალეს ხშირად იწვევს გადატანილი სტრესი, არასწორი კვება და უმოქმედო, მჯდომარე ცხოვრების წესი. ამიტომ თუ ჯანმრთელი და ლამაზი თმა გინდათ გქონდეთ, ეცადეთ რეგულარულად ივარჯიშოთ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.

გენეტიკა

როგორც მამაკაცების, ასევე ქალების თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გენეტიკური დაავადებები იყოს.

კანის დაავადებები

ალოპეცია (გამელოტება) აუტომუნური დაავადებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს – ჰორმონალურმა დარღვევამ, გენეტიკამ, ინფექციამ და სხვა. ამ დროს ორგანიზმი ვერ ცნობს საკუთარ უჯრედებს და მათ უცხო უჯრედებად აღიქვამს.

მიზეზიდან გამომდინარე, შესაბამისმა მკურნალობამ შესაძლებელია მდგომარეობა გაუუმჯობესოს პაციენტს.

აიღეთ 200 გ კარგი კონიაკი, აურიეთ 100 გგახეხილ ხახვში ან ნიორში (წვენიც შეიძლება) და ეს ნარევი ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში. თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, მეორე კურსი ჩაიტარეთ.

როცა თავზე ღია ფერის თმა ამოგივათ, მოიპარსეთ და განაგრძეთ მკურნალობა. თქვენი თმის ბოლქვები აუცილებლად
აღდგება და ჩვეულებრივი (როგორიც ადრე გქონდათ) თმაც ამოგივათ. ყოველშემთხვევაში, მე და ჩემს მეგობარს გვიშველა.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები