ნერვული დაძაბულობა – რთული პრობლების  იოლი გზით დაძლევა

2070

ნერვული დაძაბულობა - რთული პრობლების  იოლი გზით დაძლევა

ნევროზი - კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ყველაზე ხშირად იხმარება შფოთვითი სიმპტომების და შესაბამისად განპირობებული ქცევის ფსიქიური დაავადებებისგან განსასხვავებლად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

შფოთვითი დარღვევები ძალზე გავრცელებულია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 19 მლნ ადამიანია ამ სენით შეპყრობილი. შფოთვითი დარღვევების ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია მათი დროული ამოცნობით.

შფოთვითი დარღვევების გამომწვევი გარეგანი მიზეზებია:

სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა;

სტრესი სასწავლებელში;

სირთულეები პირად ურთიერთო-ბებში;

ფინანსური პრობლემები;

საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ბავშვის დაბადებით განპირობებული ცხოვრების ახალი წესები;

ემოციური სტრესი (მაგალითად: საყვარელ ადამიანთან განშორება, ახლობლის სიკვდილი);

მედიკამენტების არასასურველი გვერდითი მოვლენები (ეფედრინისა და კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, სტეროიდები და ა.შ.);

ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა (მაგალითად: ორსულობა), ან დაავადება (მაგალითად: ფარისებური ჯირკვლის დაავადებები);

გთავაზობთ დამამშვიდებელი ნაყენის რეცეპტს:

კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ:

30 გ კუნელის ნაყოფი და ამდენივე ყვავილი;

30 გ კრაზანა;

30 გფარსმანდუკი;

20 გ კატაბალახას ფესვი.

ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათით
და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის განუწყვეტლივ მიღება არ შეიძლება — ნერვულ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ დროდადრო რამდენიმე კვირით უნდა შეისვენოთ. ნაყენი აწესრიგებს ძილსაც.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia