აუცილებლად ყურადსაღები  რჩევა ჰიპერტონიკებს 

1486

აუცილებლად ყურადსაღები  რჩევა ჰიპერტონიკებს 

ჰიპერტონია – არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მუდმივი მომატება – ანუ ხშირი ჰიპერტენზია. ამასთან, ეს ტერმინი მოიცავს საერთო ტონუსის, მათ შორის გულის კუნთის ტონუსის მატებას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ჰიპერტონიის დიაგნოზი დგინდება პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ არტერიული წნევის მატება რეგულარულია.

ამ დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კიდურების დაბუჟება და თავბრუსხვევა. ჰიპერტონიის შედარებით გართულებულ შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ტაქიკარდია,  გულის რითმის პერიოდული დარღვევები.

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის შავბალახა, ბერულა, კუნელის ყვავილი, ფითრი, 4 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დატოვეთ დილამდე. დილით გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, შავბალახა და ორჯერ მეტი სიმინდის ულვაში. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე.წყალი, მთელი ღამე გააჩერეთ, დილით გაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. მიაყოლეთ თაფლი.

ეს საშუალებები 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოთ, უმჯობესია მონაცვლეობით: ერთ კვირას — ერთი, მეორე კვირას — მეორე.

აიღეთ 100 გრამი ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და 10 წუთს გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ნახარში გადაასხით, ქიშმიში კი კარგად გაწურეთ დოლბანდში. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე ჩაის ჭიქით.

ქიშმიშის ნახარში ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს მათ ელასტიკურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

მისი ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა სულმთლად გათავისუფლდეთ წნევის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები