წითელი ძახველი წარმატებით უმკლავდება ბუასილით გამოწვეულ მტანჯველ დისკომფორტს

615

წითელი ძახველი წარმატებით უმკლავდება ბუასილით გამოწვეულ მტანჯველ დისკომფორტს

ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურის დროს. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.

ძახველის ქერქი შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.

ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება.

ძახველში არსებული ვიტამინები არტერიულ წნევასაც ძალიან შველის, მაგრამ მინდა, ამჯერად მის სხვა თვისებებზე გესაუბროთ. უამრავი სასარგებლო თვისება აქვს ძახველის არა მარტო ნაყოფს, არამედ ქერქსაც.

შესაძლოა, ქალბატონებმა იცოდეთ კიდეც, რომ ძახველის ქერქის ნახარში საშვილოსნოდან სისხლდენას აჩერებს. მე კი მისი მეშვეობით ბუასილს ვმკურნალობდი.

აიღეთ სამი ჩაის კოვზი ხეჭრელი, 2 ჩაის კოვზი ძახველი და ერთი ჩაის კოვზი ფარსმანდუკი. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 2 საათით დააყენეთ თერმოსში.

დალიეთ მეოთხედ-მეოთხედი ჭიქა სადილის წინ და ღამით ბუასილის კვანძებიდან სისხლდენის შემთხვევაში.

თუ მკურნალობას გულისყურით მოეკიდებით და ორი-სამი კვირა მაინც გააგრძელებთ, მდგომარეობა საკმაოდ შეგიმსუბუქდებათ, ხოლო თუ დამატებით სხვა საშუალებებს, მაგალითად, სანთლებსაც გამოიყენებთ, სავსებით შესაძლებელია, დაავადებამ სამუდამოდ დაგანებოთთავი.

ყოველშემთხვევაში, მე, რაც ამ ნაყენის სმა დავიწყე, ბუასილს აღარ შევუწუხებივარ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

frenis kompensacia
frenis kompensacia