ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენაა : ენტერიტის მკურნალობა ბალახებითაც შესაძლებელი ყოფილა

1423

ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენაა : ენტერიტის მკურნალობა ბალახებითაც შესაძლებელი ყოფილა

ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ანთებითი პროცესი შესაძლოა ერთდროულად გავრცელდეს წვრილ და მსხვილ ნაწლავზე (ენტეროკოლიტი), ან კუჭსა და წვრილ ნაწლავზე (გასტროენტერიტი), ან მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.  ენტერიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

სიმპტომები

დაავადება იწყება მოულოდნელი ტკივილით მუცელში, ხშირია ღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მატება, მძიმე შემთხვევაში გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაცია, გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოშლილობანი, ორგანიზმის მოდუნება, შესაძლებელია კრუნჩხვებიც.

ქრონიკული ენტერიტი

ქრონიკული ენტერიტი არარაციონალური კვების (კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევა, მწარე, ცხარე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება და სხვა), ჰელმინთოზის, ლამბლიოზის, საწარმოო შხამებით (მაგალითად, ტყვიით) ქრონიკული ინტოქსიკაციის, ზოგიერთი მედიკამენტის (საფაღარათო საშუალებების, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების) ხანგრძლივი უკონტროლო მიღების, ნაწლავის ფერმენტების სინთეზის დარღვევით მიმდინარე ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების შედეგად ვითარდება. მწვავე ენტერიტი არასწორი ან დაუმთავრებელი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს.

ნაწლავების მძიმე დაავადება რომ მქონდა, შემთხვევით შევიტყვე. ყველაფერი იმით
დაიწყო, რომ წამდაუწუმ მეშლებოდა კუჭი, ზოგჯერ კი შეკრულობა მტანჯავდა. მოგვია-
ნებით შევამჩნიე, რომ ჩემი ორგანიზმი ვერ იტანდა რძეს, ცხარე და ცხიმიან საკვებს.

შევამჩნიე, რომ ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ მუცელი მტკივდებოდა და მებერებოდა, თითქოს შიგნიდან რაღაც მჭრიდა. მივედი ექიმთან, ჩავაბარე ანალიზები, ჩავიტარე გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ ქრონიკული ენტერიტი მქონია.

დავიწყე მკურნალობა, მაგრამ არა
ჩვეულებრივი წამლებით, არამედ ბალახებით და უკვე რამდენიმე წელია, მათი წყალობით ვუმკლავდები ავადმყოფობას.

3 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 1/2 ჭიქა ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუ განავლოვანი მასა თხელია, კრაზანას ნაყენი შედეგს 3-4 კვირის შემდეგ გამოიღებს.

ყაბზობისა და ბუასილის დროს ნაყენს ჩაამატეთ 1,5 ჭიქა მინდვრის წალიკას (მატიტელას) არყიანი ექსტრაქტი: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ბალახი და დააყენეთ 100 გრამ არაყზე 12 დღის განმავლობაში. მზა ნაყენში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი კრაზანას ნაყენი. სვით 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ ერთი-ორი კვირა დაისვენეთ და კვლავ ოთხკვირიანი კურსი ჩაიტარეთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები