შოკისმომგვრელი სალათის რეცეპტი მხოლოდ ქალბატონებისთვის

407

შოკისმომგვრელი სალათის რეცეპტი მხოლოდ ქალბატონებისთვის

ადამიანი ჯანმრთელობის ფასს მხოლოდ ავად გახდომის შემდეგ იგებს. არადა, რამდენ  პრობლემას ავიცილებდით თავიდან, დროდადრო ორგანიზმის დასვენებაზეც რომ გვეფიქრა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მსურს, ყველა ქალს შევთავაზო E ვიტამინით მდიდარი სალათის რეცეპტი, რომელიც ქალის ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს აწესრიგებს.

ეს რეცეპტი უკვე კარგა ხანია ვიცი, მისი გამოყენება კი მეგობართან ერთად ახლახან დავიწყე და პირადად დავრწმუნდი მის ჯადოსნურ თვისებებში.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ნახევარი ჭიქა ქაცვის ცოცხალი ნაყოფი; 1 სადილის კოვზი ასკილის ნაყოფი; 2 სადილის კოვზი მინდვრის ლობიო; 1 სადილის კოვზი ბარდა; 2 სადილის კოვზი წიწიბურა; 1-2 თავი საშუალო ზომის ხახვი;100 გრამი ქაცვის ზეთი; მარილი.

კარგად გარეცხილი ლობიო და ბარდა ერთად მოხარშეთ. ასკილს ადუღებული წყალი დაასხით, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით და 3-4 წუთს ადუღეთ.

გადაწურეთ წყალი და ასკილის ნაყოფი შეურიეთ მოხარშულ ლობიოსა და ბარდას.

შემდეგ ცალკე კარგად მოხარშეთ წიწიბურა, გააცივეთ და ისიც ლობიოსთან, ბარდასა და ასკილთან ერთად ჩაყარეთ ჭურჭელში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქაცვი, მარილი და ქაცვის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

წლების განმავლობაში მოსვენება მქონდა დაკარგული ქალური პრობლემებისგან. მას
შემდეგ კი, რაც მენიუში ეს სალათი ჩავრთე, — კვირაში ერთხელ მაინც ვამზადებ, — შვებით ამოვისუნთქე.

ყოველ ზაფხულს წინასწარ ვიჭერ თადარიგს და ვაგროვებ ქაცვის ნაყოფს, რომლის ნაწილსაც პატარა პაკეტებში ვაწყობ და ვყინავ, ნაწილისგან კი ზეთს ვხდი. დამეთანხმებით, საკუთარი ჯანმრთელობა ამად ნამდვილად ღირს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები