სიგარეტის მოწევას ამ გზით დავანებე თავი
28 წლისა უკვე გამოცდილი მწეველი გახლდით. ცოლის მოყვანა გადავწყვიტე. ჩემს საცოლეს არ მოსწონდა, რომ ვეწეოდი და გადავწყვიტე, გადავჩვეოდი.
ვცადე სიგარეტის შეცვლა მზესუმზირათი, საწუწნი აბებით, კბილებით ასანთის დაჭერა, მაგრამ ამაოდ.
მოწევის სურვილს თავს ვერ ვაღწევდი. მაშინ დედაჩემმა სადღაც ძველ ხალხურ რეცეპტს მიაგნო, რომელმაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა.
მკურნალობა თითქმის ორი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ჩემმა ორგანიზმმა უამრავი ტოქსინი გამოაძევა.
თავს დღითი დღე უკეთ და უკეთ ვგრძნობდი, თუმცა ჯანმრთელობას არც მანამდე ვუჩიოდი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიარა მოწევის სურვილმა.
გთავაზობთ ამ რეცეპტს:
აიღეთ შვრიის მოზრდილი კონა და კარგად დააქუცმაცეთ. საღამოს დაქუცმაცებულ
შვრიას დაასხით ორი ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი. დილით ნარევი 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ და ჩაის ნაცვლად დალიეთ.
-საღამოს მოამზადეთ მეორე ნახარში:
აიღეთ 100 გ შვრია, ჭვავი, ქერი და ფეტვის ბურღული, ამ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გადაიღეთ თერმოსში და მთელი დღე-ღამე გააჩერეთ, მერე გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ ნახევარი ჭიქა ჭამის შემდეგ.
ამ მეთოდით ჩემმა რამდენიმე მეგობარმაც მიატოვა სიგარეტი. სცადეთ თქვენც, ნამდვილად გიშველით.
აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.