დაღლილ ტვინს ამ გზით დაეხმარებით

1761

დაღლილ ტვინს ამ გზით დაეხმარებით

შარშან ჩემი უმცროსი ვაჟი აბიტურიენტი იყო. გამოცდები წარმატებით ჩააბარა
სტუდენტიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი შრომა არასდროს უჭირდა, პირველი სემესტრის შემდეგ სესიებს თავი ძლივს გაართვა — ეტყობოდა, აბიტურიენტობის დროს გონებრივ დატვირთვას ისე გამოეფიტა, ძალების აღდგენა ვერ მოესწრო.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ტვინის მუშაობის მასტიმულებელი აბაზანები მეგობარმა გვირჩია. რამდენიმე აბაზანის შემდეგ ბავშვს აშკარა გამოცოცხლება შეეტყო და ცოტა ხანში სავსებით აღიდგინა გონებრივი დატვირთვის ატანის უნარი.

ყველა აბიტურიენტსა და სტუდენტს ვურჩევ, მეცადინეობითა და შრომით გადაღლილ ტვინს რამდენჯერმე ასეთი აბაზანა „მიაღებინოს“:

აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭარი, გვირილა, არყის ხის ფოთლები, ოროვანდის
ფესვი და ორკბილა. 500 გრამ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 5ლიტრი ადუღებული წყალი და 5-7 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. დააყენეთ ნახევარი საათი, გაწურეთ და წყლით ნახევრად სავსე აბაზანაში ჩაასხით.

წყლის ტემპერატურა 35-37 გრადუსი უნდა იყოს, პროცედურის ხანგრძლივობა კი 10-15
წუთი. ეს აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

აქვე გაგიზიარებთ ტვინის მკვებავ პროდუქტეს.

ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხვა ორგანოებს, განსაკუთრებული კვება სჭირდება. ჩვენ მიერ შედგენილი რაციონი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მეხსიერება, რეაქცია და კონცენტრაციის უნარი.

კაკალი გონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ის ტყუილად როდი წააგავს ტვინის ხვეულებს. მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით.

კაკლის შემადგენლობაში შედის ლეციტინი, რომლიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ააქტიურებს მეხსიერებას. 5 ცალი კაკლის გული C ვიტამინის სადღეღამისო ნორმაა, რომელიც აუცილებელია აზროვნებითი პროცესებისთვის.

კაკალი აფერხებს ტვინის დაბერებას. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იგი ძალიან სასარგებლოა რადიაციული ფონის მომატებისას.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia