ბუასილის დროს ეფექტურია წაბლის ქერქი

2254

ბუასილის დროს ეფექტურია წაბლის ქერქი

წარმოგიდგენთ ბუაისილის გამომწვევ რამდენიმე რისკ–ფაქტორს:

იაფი ავიაბილეთები avia.ge

  • ყაბზობა
  • დიარეა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული წარმოება, მაგალითად, ოყნა და სხვა
  • მენსტრუაცია
  • ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი
  • სპორტის შემდეგი სახეები:  ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.

ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.

 რა სიმპტომებით ვლინდება ბუასილი?

 ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს გამწვავებების და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა, მაგრამ ერთხელ დაწყებული პროცესი არ წყდება და თითქმის ყველა შემთხვევაში განიცდის პერმანენტულ, კლინიკური სიმპტომატიკის პროგრესირებას.

მისი საერთო სიმპტომებია:

  • სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
  • კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • გამონადენი ლორწოს სახით;
  • ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
  • უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.

მძღოლი ვარ და, ბუნებრივია, დღის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ვატარებ. რამდენიმე ხნის წინ შემაწუხა შეკრულობამ, უკანა ტანის ქავილმა, ტკივილმა, სისხლდენამ
კუჭის მოქმედების დროს.

მივედი ექიმთან — დამისვეს ბუასილის დიაგნოზი. ისე ვიყავი გაწამებული, მჟავეს, ცხარეს, ალკოჰოლს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი.

გარდა ამისა, მირჩიეს დეფეკაციის შემდეგ უკანა ტანის ნელთბილი წყლით დაბანა, ხოლო დაწოლამდე 1 საათით ადრე 1 ჩაის ჭიქა კეფირის დალევა 20 გრამ მზესუმზირას ზეთთან ერთად.

ამასთანავე, ამიკრძალეს დიდხანს ჯდომა, მაგრამ ამ მოთხოვნას ნამდვილად ვერ შე-
ვასრულებ მაშინ სამსახურზე უარი უნდა ვთქვა, მე კი ოჯახი მყავს სარჩენი, ამიტომ
მეგობრის რჩევით ამ საშუალებას ვხმარობ:

– ვიღებ 10 გრამ წაბლის ქერქს, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ. რომ გაცივდება, გადავწურავ. ამ ხსნარში დასველებულ ტამპონს ყოველ საღამოს 1-2 საათით ვიდებ ვარიკოზულ კვანძებზე.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები