ბუასილის დროს ეფექტურია წაბლის ქერქი
წარმოგიდგენთ ბუაისილის გამომწვევ რამდენიმე რისკ–ფაქტორს:
- ყაბზობა
- დიარეა
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ორსულობა
- მშობიარობა
- ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული წარმოება, მაგალითად, ოყნა და სხვა
- მენსტრუაცია
- ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი
- სპორტის შემდეგი სახეები: ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.
ბუასილი ითვლება ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად. მისი განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მჯდომარე და ადინამიური ცხოვრების წესი.
რა სიმპტომებით ვლინდება ბუასილი?
– ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებს გამწვავებების და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა, მაგრამ ერთხელ დაწყებული პროცესი არ წყდება და თითქმის ყველა შემთხვევაში განიცდის პერმანენტულ, კლინიკური სიმპტომატიკის პროგრესირებას.
მისი საერთო სიმპტომებია:
- სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
- კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
- კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
- გამონადენი ლორწოს სახით;
- ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
- უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
- სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.
მძღოლი ვარ და, ბუნებრივია, დღის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ვატარებ. რამდენიმე ხნის წინ შემაწუხა შეკრულობამ, უკანა ტანის ქავილმა, ტკივილმა, სისხლდენამ
კუჭის მოქმედების დროს.
მივედი ექიმთან — დამისვეს ბუასილის დიაგნოზი. ისე ვიყავი გაწამებული, მჟავეს, ცხარეს, ალკოჰოლს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი.
გარდა ამისა, მირჩიეს დეფეკაციის შემდეგ უკანა ტანის ნელთბილი წყლით დაბანა, ხოლო დაწოლამდე 1 საათით ადრე 1 ჩაის ჭიქა კეფირის დალევა 20 გრამ მზესუმზირას ზეთთან ერთად.
ამასთანავე, ამიკრძალეს დიდხანს ჯდომა, მაგრამ ამ მოთხოვნას ნამდვილად ვერ შე-
ვასრულებ მაშინ სამსახურზე უარი უნდა ვთქვა, მე კი ოჯახი მყავს სარჩენი, ამიტომ
მეგობრის რჩევით ამ საშუალებას ვხმარობ:
- ვიღებ 10 გრამ წაბლის ქერქს, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ. რომ გაცივდება, გადავწურავ. ამ ხსნარში დასველებულ ტამპონს ყოველ საღამოს 1-2 საათით ვიდებ ვარიკოზულ კვანძებზე.