საუკეთესო რეცეპტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ

1118

საუკეთესო რეცეპტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ

აიღეთ 10 გრ. ფარსმანდუკი ყვავილებთან ერთად 1 ჩ.ჭ. წყალზე (ადუღეთ 10 წთ.). მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში დისბაქტერიოზის და გასტრიტის დროს.

დისბაქტერიოზის დროს აურიეთ:

კატაბალახას ფესვი 10 გრ, წყლის სამყურას ფოთოლი, ფორთოხლის კანი – 10 გრ, პიტნის ფოთოლი 2 ჩ.კ. ნარევს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ კარგად შეფუთული 30 წთ–ის განმავლობაში, გაწურეთ, მიიღეთ 1 ჩ.ჭ. ნაყენი 3–ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

გასტრიტის დროს აიღეთ :

პიტნის ფოთოლი 10 გრ, ასისთავას ბალახი 5 გრ, 2 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ, შეფუთული 30 წ. გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.ჭ. ნაყენი 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

კუჭშეკრულობის დროს დალიეთ :

სელის თესლის ნაყენი: 1 ჩ.კ. თესლი 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე. დააყენეთ შეფუთული 4–5 საათი. დალიეთ მთელი სითხე საღამოს
ძილის წინ.

ბროწეულის წვენი

ბროწეულის წვენს გააჩნია საერთო გამაძლიერებელი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მის ზეგავლენასთან საჭმლის მონელებაზე და საჭმლის შეთვისებაზე.

ის ბიოლოგიური სტიმულატორია და კურნავს კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებს. მას იყენებენ სისხლნაკლებობის, სისხლის გაწმენდის აუცილებლობის შემთხვევაში.

მიიღეთ 0,5–1 ჩ.ჭ. წვენი 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30–40 წთ–ით ადრე. აუცილებელია დაიცვათ შესაბამისი დიეტა. მკურნალობის კურსი გრძელდება 2-4 თვე, შემდეგ უნდა გააკეთოთ ერთთვიანი შესვენება.

კურსი გაიმეორეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წვენს გააჩნია შემკვრელი მოქმედება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კუჭშეკრულობა.

წვენი გამოიყენება, ასევე, კუჭ–ნაწლავის მოშლილობის დროს და როგორც საერთო გამაძლიერებელი საშუალება.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები