როდის ვითარდება ქოლეცისტიტი და რითი შეგვიძლია გამკლავება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

4346

როდის ვითარდება ქოლეცისტიტი და რითი შეგვიძლია გამკლავება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქოლეცისტიტი (ბერძ. chole —„ნაღველი“ და kystis „ბუშტი“) ვითარდება ნაღვლის დენის დარღვევისას. დაავადება ჩნდება მაღალკალორიული საკვების მიღებისგან, დაბინძურებული გარემოს, სტრესის და ნერვული გადაღლილობის გამო.

ქვის წარმოქმნის რისკს ზრდის
შიმშილობაც (დიეტის დროს). უმეტეს შემთხვევაში (95%–მდე) ქოლეცისტიტი ვითარდება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების ფონზე.

დაავადების სიმპტომები — ტკივილი მარჯვენა მხარეს ნეკნებს ქვემოთ. თუ დაავადება ქრონიკულ სტადიაზეა, ტკივილს ემატება სიმწრის გემო პირში. ეს შეგრძნება
ჭამის შემდეგ ძლიერდება.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქალებში ქოლეცისტიტის შემთხვევები 2–3–ჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, რადგან ფეხმძიმობის დროს ნაღვლის ბუშტი შეკუმშულ მდგომარეობაშია, რისგანაც ირღვევა ნაღვლის დენა და წარმოიქმნება ქვები.

ქოლეცისტიტის პირველივე ნიშნებისთანავე არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ მუცელზე სათბურა, არ გამოირეცხოთ კუჭი და არ მიიღოთ საფაღარათო საშუალება.

თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს
პერიტონიტი (მუცლის ღრუს მწვავე ანთება).

ქოლეცისტიტის დროს უნიშნავენ კვების განსაკუთრებულ რეჟიმს. საკვების მიღებას შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს. ამასთან, მცირე ულუფებით უნდა მიირთვათ.

შეიძლება: ბოსტნეულის, რძის სუპები, პიურე, პუდინგი, ხაჭო, არაჟანი, ნაღები, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით მდიდარი პროდუქტები, ქიშმიში, შავქლიავი.

არ შეიძლება: ალკოჰოლი, ცხარე და მარილიანი საწებლები, ძალიან ცხიმიანი ხორცი და ფრინველი. რეკომენდებული არ არის დაკონსერვებული წვენები და ხილი.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები