ნახარშები და ინჰალაციები მშრალი ხველის დროს

2069

ნახარშები და ინჰალაციები მშრალი ხველის დროს

შევთანხმდეთ: ხველა ცუდი არ არის. წარმოიდგინეთ მტვრითა და ნახველით დაბინძურებული სასუნთქი გზები და მიხვდებით, რომ ხველა  ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მათგან გაგვათავისუფლებს.

სწორედ ხველის წყალობით ვერ აღწევს ფილტვებამდე უცხო ნაწილაკები და წებოვანი ნახველი, რომელიც ბრონქებში გროვდება და ქვემოთ მიიწევს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების (მაგალითად, გადაცდენილი სითხის) ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს.

შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ახველებს ადამიანს და უკეთ ამოაქვს ნახველი, მით უკეთესია. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები ამოსახველებელი საშუალებების მიღებას.

ხველის დათრგუნვა არამც და არამც არ შეიძლება. ამიტომაც არის, რომ ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები გაცილებით იშვიათად ინიშნება, ვიდრე ამოსახველებელი.

ავადმყოფობის პირველ დღეებში, როდესაც სასუნთქი გზების გაღიზიანების გამო ხველა მშრალია, გიშველით:

გვირილის, მრავალძარღვას, სალბის, ცაცხვის ყვავილის, წყლის სამყურას, ტუხტის ფესვის ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი ნახარშები
და ნაყენები.

რეცეპტები მშრალი ხველის დროს : 

1 ჩ.ჭ. ნახარშს, ან ნაყენს დაამატეთ 1
ჩ.კ. საჭმელი სოდა.

ხახვის თავი, ან ნივრის რამდენიმე კბილი გახეხეთ სახეხზე, მოათავსეთ პატარა ჩაიდნის ძირზე, დაასხით მდუღარე და ჩაისუნთქეთ ჩაიდნის ცხვირიდან სანამ არ გაცივდება.

ავადმყოფობის პირველი სამი დღის განმავლობაში, ძილის წინ, გაიკეთეთ თაფლის 2–წუთიანი მასაჟი 40°C–მდე გაცხელებულ ჩაის კოვზ თაფლში ჩააწეთ
თითები და შეიზილეთ მკერდში

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia