გულყვითელა ბევრი დაავადების მკურნალია-  სწრაფად მოქმედი რეცეტები ხალხური მედიცინისგან

372

გულყვითელა ბევრი დაავადების მკურნალია –  სწრაფად მოქმედი რეცეტები ხალხური მედიცინისგან

გულყვითელა ერთწლიანი მცენარეა. სიმაღლით 15-75 სმ–ია. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი. ფუძესთან განლაგებული ფოთლები კვერცხისებრია,
მჯდომარე. ყვავილის კალათები მსხვილია, ყვითელი, ან ნარინჯისფერი. ნაყოფი —კურკიანაა. ყვავის ივნის– სექტემბერში.

ხალხურ მედიცინაში ხმარობენ ყვავილის კალათებს, მათ ყვავილობის პერიოდში აგროვებენ. აშრობენ ჩრდილში. არ შეინახოთ ერთ წელზე მეტ ხანს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ყვავილის ნაყენს შინაგანად იყენებენ. ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, განსაკუთრებით კლიმაქსის დროს.

სპირტზე ნაყენი და მალამო გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების,
ნაწოლების, დამწვრობების, მოყინვის, ფურუნკულების, ფერისმჭამელების და სირსველის დროს.

აღინიშნება გულყვითელას დადებითი მოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, რომელსაც
ახლავს გაძლიერებული გულისცემა, ქოშინი, შეშუპება.

მცენარეს იყენებენ, ასევე, როგორც სპაზმოლიტურ, ნაღვლმდენ, სისხლის გამწმენდ, გამაყუჩებელ, ქავილის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელ, წნევის დამწევ საშუალებას.

გულყვითელას პრეპარატების მიღება არ შეიძლება ჰიპოტონიის დროს.

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი:

აიღეთ 10 გრამი გულყვითელას ყვავილი, დაასხით 100 მილილიტრი 70-პროცენტიანი სპირტი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. ეს ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვის გამოიყენება.

გულყვითელას მალამო:

აიღეთ 50 გრამი გულყვითელას ყვავილი, დააქუცმაცეთ, შეურიეთ 200 გრამ გამდნარ ღორის ქონში. მიღებული ნარევი ჩადგით წყლის აბაზანაში და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შეაგრილეთ და მაცივარში შედგით.

ეს მალამო კარგია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ.  აუმჯობესებს კანში სისხლის ცირკულაციას, ანიჭებს მას ელასტიკურობას, იცავს ქიმიური და მექანიკური გაღიზიანებისგან.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები