ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს - კბილების ამოჭრა მტკივნეული რომ არ იყოს ასე მოიქეცით
ბევრისგან გამიგონია და თავადაც გამომიცდია, როგორ წუხს პატარა, როდესაც სარძევე კბილების ამოჭრა ეწყება: მაღალი სიცხე, უმადობა, გაღიზიანებადობა.
საბედნიეროდ, დღეს აფთიაქებში ათასგვარი მალამო თუ ჟელე იყიდება, რომლებიც ამ პროცესის თანამდევ დისკომფორტსა და ტკივილს ამსუბუქებს, მაგრამ ისინი არც ისე იაფი ღირს და ხელი ყველას არ მიუწვდება.
ამიტომაც გადავწყვიტე, მესწავლებინა თქვენთვის ის მარტივი და უებარი რეცეპტები, რომლებიც თქვენს პატარას არანაკლებ კარგად დაუამებს ტკივილს
და ამ კრიტიკულ პერიოდს გაცილებით იოლად გადაატანინებს.
კბილების ამოჭრამდე რამდენიმე ხნით ადრე ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჩაუტაროთ ღრძილების მასაჟი.
გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა 1 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში, შემოიხვიეთ საჩვენებელ თითზე რბილი ქსოვილი, დაისველეთ თითი სოდიან წყალში და პატარას ღრძილები დღეში სამჯერ დაუზილეთ.
– იის ფესვისგან გამოთალეთ პატარა რგოლები, რომლებსაც ბავშვი ღრძილების ქავილის დროს გალოღნის. თუ სხვა არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ, შავი პურის მაგარი ქერქი მისცეთ.
მოხუცები გვირჩევენ, პატარას ყელზე ნამდვილი ქარვა დავკიდოთ ტრადიციული შეხედულებისამებრ, ეს ბავშვს ტკივილს უქარვებს და მდგომარეობას უმსუბუქებს.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.