გასახდომი სკრაბი, რომელიც მარტივად მზადდება სახლის პირობებში

948

გასახდომი სკრაბი, რომელიც მარტივად მზადდება სახლის პირობებში

Ალბათ იცით, რომ ტანის სკრაბს შეუძლია თქვენი ფორმის შენარჩუნება. გასახდომი სკრაბის დამზადება მარტივი პროდუქტებით შეიძლება სახლში.

პირველ რიგში, მოდით გავარკვიოთ, როგორ დაგეხმარებათ სხეულის სკრაბი წონის დაკლებაში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

სკრაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის მოცილებას. გასახდომი სკრაბების რეგულარული გამოყენებისას სათანადო კვებასთან და მინიმალურ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად შედეგს ძალიან მალე დაინახავთ. კანი დაიჭიმება, ცელულიტი შემცირდება, წელი ლამაზ ფორმას შეიძენს.

ჰერკულესზე დაფუძნებული გასახდომი სკრაბი: 

100 გრ დაფქვილ შვრიას დაუატეთ  1 ს.კ. ადუღებული წყალი , 1 ს.კ. ზღვის მარილი და მიღებულ მასას დაასხით 50 გრ ცხელი რძე. ყველაფერი კარგად აურიეთ და მასაჟის მოძრაობებით წაისვით სხეულზე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კიტრზე  დაფუძნებული გასახდომი სკრაბი

ჩვენ გვჭირდება:

სამი დიდი კიტრი

4 სუფრის კოვზი დაფქული ყავა

4 ს.კ. კარტოფილის სახამებელი

კიტრი გახეხეთ და დაუმატეთ ყავა და სახამებელი. აურიეთ და წაისვით სხეულის სველ კანზე მასაჟური მოძრაობებით. შემდეგ ჩამოიბანეთ სკრაბი თბილი წყლით.

Ყავაზე დაფუძნებული გასახდომი სკრაბი

ყავის სკრაბი შესაფერისია ცელულიტის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად. კანს ექნება ლამაზი გარუჯული ფერი.  ამისათვის შეურიეთ 1 ს.კ. დაფქული ყავა და არაჟანით. შეიზილეთ სხეულზე  გაწითლებამდე.

გასახდომი სკრაბი თაფლით 

თაფლის სკრაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე. კანი ხდება ბავშვის კანის მსგავსი.

მომზადება:

შეურიეთ 2 ს.კ.  ლურჯი თიხა,   3 ს.კ. ზღვის მარილი, 2 ს.კ რძის ფხვნილი, 1 ს.კ. თაფლი და 5 წვეთი ჟოჟობას ზეთი. წაისვით სხეულზე მასაჟის მოძრაობებით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გასახდომი სკრაბი ზღვის მარილით

მომზადება:

ნახევარი გრეიფრუტი, 5 ს.კ  ზღვის მარილი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. ნახევარი გრეიფრუტის წვენი შეურიეთ ზღვის მარილს და ზეითუნის ზეთს. შემდგომ მზა ნარევი შეიზილეთ . შეიზილეთ სკრაბი სხეულზე, სანამ სიწითლე არ გამოჩნდება, შემდეგ ჩამოიბანეთ.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები