გაიმაგრეთ მუხლები და მყესები ამ მარტივი რეცეპტით

4360

გაიმაგრეთ მუხლები და მყესები ამ მარტივი რეცეპტით

მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი ძალიან გრძელია, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებზე შევაჩერებ.

მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს, იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ტკივილის მიზეზები ასაკის მიხედვითაც განსხვავდება. ბავშვებსა და მოზარდებთან მუხლების ტკივილს უმეტესად კვირისტავის ქვეამოვარდნილობა, ტიბიალური აპოფიზიტი, იგივე ოსგუდ-შლატერის დაავადება, და კვირისტავის ტენდინიტი (მხტუნავი მუხლი) იწვევს.

მოზრდილებთან გვხვდება კვირისტავის ქონდრომალაცია, მედიალური ნაოჭის სინდრომი, ბატის ფეხის ბურსიტი, ტრავმა (იოგების დაჭიმვა ან მენისკის გაგლეჯა) და ანთებითი ართროპათიები: რევმატოიდული ართრიტი, რეიტერის დაავადება, სეპტიკური ართრიტი.

ხანდაზმულებთან ხშირია ოსტეოართრიტი, კრისტალური ართროპათიები – პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა და ბეიკერის ცისტა. მოდი, გავიგოთ, როდის რომელი დაავადებით გამოწვეულ ტკივილთან გვაქვს საქმე.

Საბედნიეროდ, არსებობს ძალიან ეფექტური ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც ამაგრებს მუხლებს და ამცირებს ტკივილს.

შემდეგი რეცეპტის ძირითადი ინგრედიენტებია ჟელატინი, ანანასი, დარიჩინი და შვრია. მათი გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ გემრიელი და ჯანსაღი კოქტეილი, რომელიც მდიდარია სილიციუმით, მაგნიუმით, ბრომელაინითა და C ვიტამინით.

მას ექნება ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, მოხსნის ტკივილს და დისკომფორტს.

Ჟელატინი შესანიშნავი საშუალებაა მყესების გაჯანსაღებისთვის.   ნატურალური ჟელატინი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია კოლაგენის ცილის შემცველობით.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა დაჭრილი ანანასი
  • 7 გ დარიჩინი
  • 1 ჭიქა შვრიის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი (40 გრ)  ჟელატინი
  • 1 ჭიქა ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი
  • 40 გრ თაფლი
  • 40 გ დაჭრილი ნუში
  • 250 მლ წყალი

მომზადების მეთოდი:

თავდაპირველად შვრიის ფაფა უნდა მოამზადოთ და დაუმატოთ ფორთოხლის წვენი. შემდეგ დაუმატეთ ბლენდერში  ჟელატინი, თაფლი, ნუში, დარიჩინი და ანანასი.  კარგად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

შემდეგ ბლენდერში დაამატეთ შვრიის ფაფა და კვლავ აურიეთ. თუ გსურთ ცივად მიირთვათ, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ყინულის კუბიკი. ისიამოვნეთ მისი გემოთი და ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელით.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

Facebook კომენტარები