ამ მცენარის ეფექტურობა დადასტურებულია – გამოიყენება ყივანახველისა და ბრონქების  სამკურნალოდ, აგრეთვე უმადობისა და გაუვალობის საწინააღმდეგოდ

323

ამ მცენარის ეფექტურობა დადასტურებულია – გამოიყენება ყივანახველისა და ბრონქების  სამკურნალოდ, აგრეთვე უმადობისა და გაუვალობის საწინააღმდეგოდ

კულმუხოს ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს.(3% – მდე), 40% – მდე ინულინს (სათადარიგო პოლისაქარიდი), მწარე ნივთიერებებს და შაქარს. მისი ფესვი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ეწინააღმდეგება ხველის დაწყებას;

გამოიყენება ყივანახველისა და ბრონქების კატარის სამკურნალოდ, აგრეთვე უმადობისა და გაუვალობის საწინააღმდეგოდ. მზიურას როგორც არომატულ მცენარეს იყენებენ აგრეთვე სპირტიანი სასმელების წარმოებაში და დიაბეტით დაავადებულთა საკვებად.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

კულმუხოს ფესვის და ფესურის ნახარში: აიღეთ 1 ს.კ. ხმელი, დაქუცმაცებული ნედლეული 1 ჩ.ჭ. წყალზე, ადუღეთ 30 წთ., გაწურეთ, მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 ს.კ. 3–4–ჯერ დღეში, ჭამამდე.

კულმუხოს სპირტიანი ნაყენი: მიიღეთ 20 წვეთი 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ–ით ადრე თავის ტკივილის დროს.

ფესვის და ფესურის ნახარში: 20 გრ. ხმელ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წთ., გაწურეთ, მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე. გამოიყენეთ პირში სავლებად ღრძილების ანთების დროს.

მალამო: აიღეთ 180 გრ. ხმელი ფესურა და ფესვი 360 მლ. წყალზე, ადუღეთ 30 წთ., გახეხეთ საცერში, შეურიეთ 120 გრ. ღორის ქონი, ან კარაქი (იმდენი, რომ მალამო მიიღოთ).  გამოიყენეთ გარეგანად ეგზემის, ჩირქგროვის, კანის ქავილის დროს.

ფესვის და ფესურის ნაყენი: 3 ს.კ. ხმელ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით წყლის მცირე რაოდენობა, გააცივეთ 20 წთ., მიიღეთ, როგორც სამკურნალო სახვევი
წითელი ქარის დროს.

ფესვისა და ფესურის ნახარში: 100 გრ. ხმელ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ლ. ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წთ.გაწურეთ. გამოიყენეთ გარეგანად მუნის, წყლულის დროს.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები