ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ, ვისაც ფსორიაზი აწუხებს - შედეგი 2 კვირაშია
ჩემმა შვილმა ხელი გაიკაწრა. ამ ამბავს ყურადღებაც არ მივაქციე. ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებული არე გაფართოვდა, მერე კი ქერცლით დაიფარა. ხელებსა და ფეხებზე გამონაყარი გაჩნდა. ექიმის დიაგნოზმა თავზარი დამცა —ჩემს შვილს ფსორიაზი დაუდგინეს.
ვიცოდი, რომ მეცნიერული მედიცინა ამ დაავადების წინაშე უძლურია, მისი განკურნება არ ხდება. შესაძლოა, ერთხანს ჩაცხრეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.
გადავწყვიტე, საკუთარი მეთოდები შემემუშავებინა. აფთიაქში არყის ხის კუპრი
ვიყიდე და შვილს სხეული დავუზილე, რის შემდეგაც გამონაყარი შემცირდა. შემდეგ
გოგირდის მალამოს გამოყენება დავიწყე აბაზანის შემდეგ მთელ ტანზე მალამოს
ვუსვამდი.
ყველაფერთან ერთად საჭიროდ ჩავთვალე დიეტური კვებაც — რაციონიდან გამოვრიცხეთ მწარე, ცხარე, შებოლილი, მარილიანი საკვები, ციტრუსები, მჭადის
ფქვილი, მარწყვი, ბანანი, პომიდორი, ნიორი, რა თქმა უნდა, ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის ჩათვლით), ყავა, შოკოლადი.
საკვებად უმთავრესად ხაჭოსა და რძის სხვაპროდუქტებს, კომბოსტოს, ბარდას, ლობიოს, წიწიბურას, შვრიას, ხორბალს, თევზს ვიყენებდით.
ყოველ საღამოს საგანგებო საუზმეს ვამზადებდით 2 სუფრის კოვზ წიწიბურას ვუმატებდით მაწონს და დილამდე მაცივარში ვტოვებდით, დილით კი მას ჩემი
შვილი მიირთმევდა. ჭამის შემდეგ ვასმევდი ბალახების ნაყენს:
10 დღის განმავლობაში გვირილასა და კუნელს, ხოლო მომდევნო 10 დღის განმავლობაში კატაბალახასა და შავბალახას.
ნაყენის მომზადების წესსაც შეგახსენებთ:
თითო სუფრის კოვზი გამხმარი მცენარე ერთმანეთში უნდა ავურიოთ და ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დავამატოთ, დავტოვოთ რამდენიმე საათით, შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ 50 მლ.
თავდაპირველად ყველაფერი უშედეგო ჩანდა, მაგრამ 2 კვირის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ გამონაყარმა იკლო, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრა. ახლა ვხვდებით, რომ ჩვენი მეთოდი შედეგიანია, ოღონდ საჭიროა, მოთმინებით ველოდოთ მის ეფექტს.
აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.