ავადმყოფობა არ მაშინებს, რადგან ჩემს სახლში ყოველთვის არის ნიახური

1347

ავადმყოფობა არ მაშინებს, რადგან ჩემს სახლში ყოველთვის არის ნიახური

სამკურნალო მცენარეებს სხვაგანაც ვაგროვებ. სამკურნალო წიგნებიდან წლების განმავლობაში ვიწერდი ინფორმაციას ბოსტნეულისა და სხვა მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ.

მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, გაგაცნოთ ნიახურის სამკურნალო თვისებები და მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ ამ მცენარით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნიახურში ბევრი ვიტამინი, ცილა, ამინმჟავა (კაროტინი, ასპარაგინი, ნიკოტინის მჟავა, თიროზინი, ეთერზეთები), მიკროელემენტი და მინერალია.

ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზეც.

ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას. С ვიტამინის შემცველობის წყალობით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს.

მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორიოდე ღერი ნიახური А და С ვიტამინების დღიური ნორმის 15%-ს შეიცავს.

დიდხანს ვიტანჯებოდი პოლინოზით. ერთხელ ნაცნობმა ექთანმა მირჩია, ნიახურის წვენი მესინჯა:

აიღეთ ნიახურის მსხვილი და წვნიანი ღეროები და გამოწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ ახალგამოწურული წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დოზა თანდათანობით გაზარდეთ და მესამედ ჭიქამდე ადით.

სანამ ამგვარად ვმკურნალობდი პოლინოზს, აღმოვაჩინე, რომ მიკლო სახსრების ტკივილმა. მალე თირკმელების ტკივილიც დამიცხრა.

მოგვიანებით წიგნებშიც ამოვიკითხე,
რომ ნიახურის ნაყენი კარგი ყოფილა თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენოთ 2 საათით
და გაწუროთ. მიიღოთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე.

ამ ნაყენს აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება და შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები