ამის ცოდნა აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის - როგორ დავამარცხოთ ღვიძლის დაავადებები
მატიტელას ბალახი
აიღეთ: მატიტელას ბალახი — 3 წილი, გვირილის ყვავილი ―1 წილი, ხეჭრელის ქერქი — 2 წილი, კრაზანას ბალახი — 4 წილი, ნეგოს ყვავილი 4 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ლ. ცივი წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში, დილით დადგით ქურაზე,
მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 5–10 წთ.
გააცივეთ, გაწურეთ. პირველი ჭიქა დალიეთ დილით უზმოზე, დანარჩენი 4 ნაწილად გაანაწილეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში ჭამის შემდეგ.
ეს საშუალება გამოიყენება ღვიძლის და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს. ამავე დროს, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ
შებოლილი, შემწვარი, ცხიმიანი, ცხარე, მარილიანი კერძები.
სიმინდი
როგორც ნაღვლმდენი საშუალება გამოიყენეთ სიმინდის დინგის ნაყენი: 1 ს.კ. ნედლეული დააყენეთ 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყლით ერთი საათის განმავლობაში,
გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. ყოველ სამ საათში ერთხელ.
გოგრა
ნაყოფის რბილობი და წვენი გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ღვიძლის დაავადებების დროს (დღეში 1/2 კგ. უმი გოგრის გახეხილი რბილობი, ან 1/2 ჩ.ჭ. წვენი რბილობთან ერთად).
აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.