ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ როცა რადიკულიტი შემომიტევს

646

ყოველთვის ამ ხერხს მივმართავ როცა რადიკულიტი შემომიტევს

რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება.

სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც.

უმთავრესად  უჩივიან პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.

ახალგაზრდობაში მიღებული საწარმოო ტრავმის შემდეგ რადიკულიტი თხუთმეტი
წელი მიწამლავდა სიცოცხლეს, ვიდრე მეგობარმა ალოეს, თაფლისა და წითელი ღვინისგან წამლის დამზადება არ მასწავლა.

თავდაპირველად რეცეპტს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ ძმაკაცს გულს როგორ ვატკენდი, მეუღლეს მითითება მივეცი და მეორე დღესვე წამალი მზად იყო. სცადეთ თქვენც. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

1 წამლის დასამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი
(მცენარე 3 წლისა მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.

ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში და 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ წვრილად დაკუწეთ და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ეს ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით.

ამ ხნის შემდეგ წამალი უკვე მზად არის. ის 1 თვის განმავლობაში უნდა სვათ თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე.

1 თვის შემდეგ 1 სადილის კოვზი დღეში
3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.
მერწმუნეთ, ამ უებარი საშუალების წყალობით მტანჯველი ტკივილი სულ უფრო იშვიათად შეგაწუხებთ, ბოლოს კი სულმთლად დაგავიწყდებათ.

ეს წამალი ასევე უხდება ქრონიკულ თავის ტკივილს, ჰიპერტონიასა და სკლეროზს.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia