ბებიის რეცეპტი, რომელიც უებარია ფაღარათის დროს
რას უწოდებენ ფაღარათს, იგივე დიარეას?
– ფაღარათს, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.
ფაღარათის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღეღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა.
უფრო ზუსტი განმარტებით, ფაღარათად მიიჩნევა მდგომარეობა, რომლის დროსაც განავლის სადღეღამისო მოცულობა აღემატება 200 მლ-ს, ხოლო მასში წყლის შემცველობა აღწევს 85-95%-ს.
ზოგიერთი ინფექციური წარმოშობის დიარეის დროს ნაწლავთა მოქმედების სიხშირემ დღე-ღამეში შესაძლოა 20-30-საც კი მიაღწიოს (დაახლოებით 30 წუთში ერთხელ).
2-3-კვირიან დიარეას მწვავე ეწოდება, უფრო მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში ქრონიკული დიარეის სინდრომზე საუბრობენ.
რა იწვევს ფაღარათს ?
– მწვავე დიარეას ინფექციური და არაინფექციური ფაქტორები იწვევს. ინფექციური გამომწვევებია როგორც ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა და სხვა, ასევე ვირუსები, კერძოდ, ენტეროვირუსები (როტავირუსი, ადენოვირუსი და სხვ).
არაინფექციური ფაქტორები მოიცავს ფსიქოგენურ სტრესს (ამ შემთხვევაში დიარეა ვითარდება ადრენალინის ჭარბი გამოყოფის შედეგად), კვებით ალერგიას, ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის – მეტრონიდაზოლის, დალაცინის) თანმხლებ ეფექტს, თირეოტოქსიკოზს, ზოგიერთი ნივთიერების (ლაქტოზა) აუტანლობას.
შემონახული მაქვს ბებიის რეცეპტები, რომელსაც მუდმივად ვამზადებ ფაღარათის დროს და ძალიან მშველის.
პირველი რეცეპტი
აიღეთ 20 გრ. მოცვის ფოთოლი, 20 გრ. მოცვის კენკრა, 20 გრ. რევანდის ღერო, 2 ჩ.ჭ. მდუღარე. ნარევს დაასხით მდუღარე, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ., შემდეგ დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. ყოველ 3 საათში ერთხელ.
მეორე რეცეპტი:
აიღეთ 30 გრ. შორთხვის კენკრა, 10 გრ. მატიტელა, 2 ჩ.ჭ. მდუღარე. ნარევს დაასხით მდუღარე და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ., შემდეგ დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ
და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. ყოველ 3 საათში ერთხელ.
აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.