ნამდვილი აღმოჩენა – ზეთი უნიკალური საშუალება ყოფილა ნაოჭების მოსაცილებლად

2914

ნამდვილი აღმოჩენა – ზეთი უნიკალური საშუალება ყოფილა ნაოჭების მოსაცილებლად

ზეითუნის ზეთი ორგანიზმზე საუკეთესო გავლენას ახდენს, რადგან უხვად შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს – ვიტამინებს, მჟავებსა და მიკროელემენტებს.

A, B, ჩ, D, E, F, K ვიტამინები აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას, ხელს უწყობს ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას. მაგრამ ზეითუნის ზეთის მთავარი ღირსება მაინც მონოუჯერი მჟავების შემცველობაა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ზეთის სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებები მისი მიღების მეთოდებზეა დამოკიდებული.

სახის მოსავლელად სულ ცოტა რამ არის საჭირო: კოვზი ზეითუნის ზეთი, ცხელი და ცივი წყალი, ხელსახოცი სახის გასაწმენდად, უჟანგავი კოვზი, სარკე
და ნათელი კუთხე.

ეს პროცედურა 10 დღის განმავლობაში გაიმეორეთ. კარგად გაიწმინდეთ სახე. კოვზი ცხელ წყალში გააცხელეთ, შემდეგ ოდნავ გააცივეთ ცივ წყალში ისე, რომ კანს მისი სითბო ესიამოვნოს.

მშრალი, თბილი კოვზი ჩააწეთ ზეთში და ამობურცული მხარით გაატარეთ მთავარი ხაზების გასწვრივ (შუბლის ცენტრიდან საფეთქლებამდე, ცხვირის ნესტოებიდან თვალების გარეთა კიდემდე, ნიკაპის ცენტრიდან ყურებამდე).

ამ დროს კანი არ იწელება, ნაოჭები კი სწორდება. პირველად პროცედურის ხანგრძლივობა ერთი წუთია, შემდეგ პროცედურის ხანგრძლივობა შეგიძლიათ გაზარდოთ.

შემდეგ გაიმშრალეთ სახე, წაისვით მკვებავი ნიღაბი :  (კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ერთი წვეთი
ლიმონის წვენი და მაგარი ჩაი), ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ან ბალახების ნაყენით.

აქვე გაგიზიარებთ რჩევას, თუ როგორ ამოიცნოთ ზეითუნის ზეთი რომელიც გაქვთ, არის თუ არა ნატურალური

ზეითუნის ზეთის ხარისხის შესამოწმებლად ერთ ხრიკს გასწავლით: ზეთი ორი-სამი დღით მაცივარში შედგით. ზეითუნის ზეთი განსაზღვრული რაოდენობით ყოველთვის შეიცავს მყარ ცხიმებს. მაცივარში ეს ცხიმები იყინება.

სუფთა ზეითუნის ზეთი თეთრ, ფიფქისებრ ნალექს გაიკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მალევე გაქრება, მაგრამ თუ სხვა ზეთიც ურევია, ასეთი ნალექი აღარ გაუჩნდება.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები